"კვარაცხელია უკვე ინგლისურ კლუბში გაასხვისეს" - ირწმუნება ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს, - ამ ინფორმაციას AreaNapoli და mondonapoli ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებენ:

"სპორტულმა მენეჯერმა, "ლეჩეს", "მონცას", "ჯენოას" და "პერუჯას" ყოფილმა მეკარემ, სიმონე ბრაგლიამ, TMW Radio-სთან განაცხადა: "ნაპოლი"? როდესაც მეწარმემ ჩემპიონობის მოპოვებით მაქსიმალურ მოგებას მიაღწია, საბოლოო ჯამში კლუბს ყიდის. ჩემი ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი სეზონის ბოლოს შეიძლება ზოგიერთ მოთამაშეს დაემშვიდობოს. მე ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე გაასხვისეს ინგლისში".

AreaNapoli მკითხველს ჰპირდება, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს და სიმართლეს დაადგენს, თუმცა ქართველი, რომლის შეძენის სურვილი პრემიერლიგის კლუბებს
აქვთ, ხელშეუხებელია და მის დასათმობად წარმოუდგენელი შეთავაზებაა საჭირო, ხოლო დე ლაურენტისი "ნაპოლის" მფლობელად დარჩება და მომავალში კლუბს შვილებს გადასცემს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეგ ვერ გავიგე სპალეტი რატო მიდის ჩემპიონი გუნდიდან, ხვიჩა არსად არ წავა ჯერ..
ოცნების ქალაქიდან
24 მაისი 2023 09:07
6
Nebismieri gizhi rasac iyyvis yvelaperi aq ki ar unda werottt :)
L.J .
23 მაისი 2023 22:52
7
რა გინდა შვილო რის დაწერას ცდილობ?
დავით 67
24 მაისი 2023 00:35
2
Davit67 babu amogitrialo yvelaperi exla girsi xom xar...
L.J .
24 მაისი 2023 11:52
2
მე კიდევ მართალი მგონია ეს იმფო,როგორც ჩანს კვარას მომავალი კლუბი უკვე ცნობილია და ტრასფერიც დახურული, სხვა შემთხვევაში ის ასე ინერტულად და ინტერესის გარეშე არ ითამაშებდა ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში,განსაკუთრებით კი ნაპოლის გაჩემპიონების შემდეგ, ფაქტია ბიჭი ერიდება ზედმეტ რისკებს და ახალ კლუბში თამაშისთვის ფსიქოლოგიურად ემზადება......ნაპოლში დასამტკიცებელი მას უკვე არაფერი აქვს,ის უკვე გადაშლილი ფურცელია მის კარიერაში..
leqso
24 მაისი 2023 10:32
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული