"თვითფმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე ასეთივე ავტორიტეტი ჰქონდა" - "ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას მიმართულებით საქებარი სიტყვები არ დაიშურა

AutoSharing Option
Corriere dello Sport-თან ინტერვიუში, "უდინეზეს", "ნაპოლის" "რომასა" და სხვა იტალიური გუნდების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა კარნევალემ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესოდ დასახელებაზე ისაუბრა.

"ყველაფერი ბედით იყო განსაზღვრული. ბიჭი 21 წლის ასაკში ჩამოვიდა იტალიაში თავისი ბუნებრიობით გამოიჩინა თავი. როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოვიდა ხვიჩას უკვე გააჩნდა ის ავტორიტეტი, როგორითაც აქამდე თამაშობდა. ნეაპოლისთვის სკუდეტოს მოგებაში მთავარი გმირი კვარაცხელია იყო, ყველამ იცის, რომ მისი მოგება არ არის მარტივი, გადახედეთ ისტორიას.

კარგად ვიცნობ, პატარა ბიჭი მამაკაცად გადაიქცა. ის ახლა კარგ ფიზიკურ კონდინციებშია, ძალიან გაიზარდა, ამ უკანასკნელს კი თამაშში უპირატესობად
ქმნის. დაიმახსოვრეთ, მომავალში ახალგაზრდა ფეხბურთელები მთელს მსოფლიოსში ხვიჩას გზით წასვლას მოისურვებენ. "კვარას" არსენალში ყველაფერი აქვს.

"ატალანტასთან" გატანილ გოლში დაინახავთ მრავალ სინთეზს, რის შემდეგაც მიხვდებით, რომ მას ნებისმიერი მცველის მოტყუება შეუძლია, ის ჩემპიონია, რომელიც დიდებულებას ქმნის".


მკითხველის კომენტარები / 10 /
სიტყვისა და შეფასების ოსტატი. ეტყობა კლასი.
ჟორა
00:53 04-06-2023
0
ავტორ,
მართლა კარგი სტატიაა, ნამდვილად. და გაცილებით კარგი იქნებოდა ერთი "ლინკიც" რომ დაგემატებინა. სადაც პატივცემული კარნევალე ატალანტასთან გატანილ გოლს ახსენებს.
დალინკე ბარემ ეს გოლიც და იქნება "კანფეტი" სტატია.
მადლობა
ისე მაინც
00:23 04-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული