tuttofrosinone: კვერნაძის "ფროზინონეში" ტრანსფერი რაც შეიძლება მალე განსახორციელებელია

AutoSharing Option
tuttofrosinone სერია A-ში გადასულ "ფროზინონეში" ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესაძლო ტრანსფერზე წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფაბიო გროსოს გუნდი, რა თქმა უნდა, ისევ 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს. ამიტომ შემტევი გარემარბების მოძიება ამოცანა გახდება, რაც სატრანსფერო ბაზარზე გადასაჭრელი საკითხია და უკანასკნელ დღეებში ყველაზე აქტუალური ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის ვარიანტია.

"ამ მომენტში მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტში შეუთანხმებლობის გამო პროცესი მოლოდინის რეჟიმშია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს, რათა რაც შეიძლება მალე იქნეს შეთანხმება მიღწეული. ყოველ შემთხვევაში, "ფროზინონე" ამას იმედოვნებს.

მიზეზი კი მარტივია: 2003 წელს
დაბადებული ფეხბურთელი საქართველოს ახლგაზრდული ნაკრების გაფართოებულ, 35-კაციან განაცხადშია შეყვანილი. ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდი თავის წარმოსაჩენად მზადაა. ცხადია, კონტრაქტის დროულად გაფორმებას შეუძლია ფასის გაზრდისა და კონკურენციის რისკი თავიდან აგვარიდოს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ ბიჭმა, პირველად რომ გამოჩნდა, საკმაოდ კარგად გამოიჩინა თავი. მერე დაიკარგა და არ ჩანს. აქ დაწერეს, რომ ბათუმსი შანსი მისცეს მაგრამ თავი ვერ გამოიჩინაო. არ ვიცი ის თამაშები არ მინახავს, მაგრამ ვთქვათ და მართლაც ვერ გამოიჩინა თავი რამდენიმე ტამაშში სადაც შანსი მისცეს, 20 წლისაა ჯერ, რა გასაკვირია სამი ან ოთხი თამაში არ ეყოს შესაძლებლობების გამოსავლენად თუნდაც ფსიქოლოგიური მომენტების გამო. ამდენი ხანია არ ჩანს. მოგებულ თამაშებში მაინც ხომ შეიძლებოდა შეცვლაზე შემოყვანა? ან რა პიარზეა ლაპარაკი, ფროზინონეს ვებგვერი რატომ ჩაერთვებოდა ვიღაც უცნობი ბიჭის პიარში?
არტ
06 ივნისი 2023 13:36
0
ტიპი ბათუმის განაცხადში ვერ ხვდება რას აბუქებთ, ყურადღება მიიპყრო თელავიდან მაგრამ მას შემდეგ რეგრესს განიცდის აგერ ფაქტია და ამას ასეთი ფორმით სერია ას არცერთი გუნდი არ აიყვანს სამწუხაროდ.
Anjelo Antei
06 ივნისი 2023 13:10
5
რა ვიცი ბათუმის დინამოს განაცხადშიც ვერ ხვდება და იტალიის სერია-ა-ში ახლად გადასული გუნდი როგორ უნდა გააძლიეროს, ან 21-იანებში რას იზავს უთამაშებელი, ამ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი პორტუგალიასა და თურქეთის ნაკრებებთან ჰქონდა,მაგრამ ბურთიც ვერ მიიღო ერთხელაც.. ისე როგორც ბათუმის დინამოში შანსები მოსამზადებელ თამაშებში და ჩემპიონატის საწყის ტურებში მიცეს, მაგრამ შედეგი 000...ასე რომ ვითომდა იტალიური კლუბები კალთებს ახევდნენ ნაკლებად დასაჯერებელია,მხოლოდ იმაში თუ იხდიან მილიონებს, რომ 20 წლისაა და თითქოსდა ხვიჩას სტილში თამაშოს სასაცილოა... ამასთან ვერც ბათუმის დინამო მოითხოვს დიდ ფულს მის ტრანსფერში,რადგანაც ის საბურთალოს საკუთრებაა და ბათუმში იჯარის წესით ირიცხება.
SOSO
06 ივნისი 2023 10:34
3
ამ ბიჭს დიდი ხანია ვარკვირდები და ვერანაირი მაღალი კლასი და პერსპექტივა მასში ვერ დავინახე! იქნებ ვცდები, მაგრამ ზოგადად მგონია ვიღაც პატრონობს და ცდილბოს გაქაჩოს, თორე არც ბათუმის კალიბრის არაა! კვარას ვერც შევადარებ, ჯერ ერთი კვარა თამაშობდა სადაც იყო და ყველგან ამტკიცებდა რომ სერიოზული იყო, მამარდაც თამშობდა ლოკოციც და მანამდე რუსთავშიც და იმასაც ეტტყობდა რო მაგარი იყო! ამას მსგავს ვერაფერს ვამჩნევ!
შოთა
06 ივნისი 2023 10:33
4
Kvernadzes aqvs iseti monacemebi,rom did fexburts aucileblad itamashebs ogond shroma ar unda daizaros,batumze ki mrcheba shtabewtileba rom specialurad at atamasheben,mainc unda gakidon da...
Givi
06 ივნისი 2023 07:33
2
უთამაშებელი ფეხბურთელის გაყიდვა ადვილი საქმე არაა და ბათუმის პოზიცია გაოცებას იწვევს.ამ ბიჭს ებრძვიან თუ მის აგენტებს? საერთოდ არ ათამაშებენ და არც უ 21 ში მგონია რომ უთამაშებელი ფეხბურთელი ათამაშოს სვანაძემ.აქედან გამომდინარე, იტალიელების ასეთი დაინტერესებაც ორმაგად გასაკვირია. ტრანსფერამდე ხვიჩას იწუნებდნენ, ბიჭი გლეჯდა ყველაფერს ეროვნულში და უნაკრებო და უგუნდო ფეხბურთელზე ისე გადაირივნენ რომ დღესვე გაფორმებას ითხოვენ?
ზეზვა
06 ივნისი 2023 00:31
1
კი მარა ბათუმის სტაფს სინდისი არ ააქ? ეს ბიჭი სკამზე დაამჟავეს და რა სინდისით ითხოვენ მასში დიდ ფულს?
ეეე
05 ივნისი 2023 23:03
3
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ იგივე მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ იგივე ბედი გაიზიარეს. გამუდმებით სათადარიგოზე ან განათხოვრებულები იყვნენ, მაგრამ მაინც დაამტკიცეს თავისი სიძლიერე!
ვინ იცის, იქნებ გიორგიმ მართლაც მათი ბედი გაიზიაროს?
ლაშა
06 ივნისი 2023 00:51
3

სიახლეები პოპულარული