ყველას უნდა, რომ თავისებურად გადაუხადოს ხვიჩას მადლობა - ქართველმა პილოტმა ნეაპოლში თვითმფრინავიდან ქართული დროშა ააფრიალა

AutoSharing Option
გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით "ნაპოლიმ" ვირტუოზი ფეხბურთელი შეიძინა, ქართველი, რომელმაც ნანატრი სკუდეტოს მოგებაში გარდამტეხი როლი შეასრულა და სრულიად დამსახურებულად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაიმსახურა.

ამ ქალაქში გადმოსვლის შემდეგ ხვიჩა "პარტენოპეის" ფანებმა შეიყვარეს; მეტიც, გაიდო ვირტუალური ხიდი ნეაპოლსა და საქართველოს შორის. მთელი სეზონის განმავლობაში "მარადონას" სახელობის სტადიონზე ვხედავდით კვარაცხელიას მაისურითა და ქართული დროშით შემოსილ გულშემატკივრებს, რომლებიც ნეაპოლის ქუჩებში ამაყად დააბიჯებდნენ. სწორედ ასე დაიწყო "კვარამანია".

იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ფეხბურთელმა ხალხს მიანიჭა, მადლობის გადასახდელად ნებისმიერი ქმედებაა მისაღები. მაგალითად, რამდენიმე საათის წინ "კაპოდიჩინოში"
ქართველი პილოტი დაჯდა და თვითმფრინავიდან საქართველოს დროშა და კვარაცხელიას მაისური გადმოფინა. ეს საქციელი, ერთს მხრივ, უბრალოა, მეორე მხრივ კი აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი სიყვარულია ამ ბიჭისა და "ლურჯების" მიმართებით.

მომზადებულია spazionapoli-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
პილოტი ჯიგარია,ვინც გინდა იყოს,ამას ჰქვია ქვეყნის სიყვარული!
ზაზა
06:32 07-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული