დღევანდელი იტალიური გამოცემა Repubblica კი გვიყვება, რომ "პარტენოპეის" პრეზიდენტის სიაში კიდევ ერთი და თანაც ძალიან ცნობილი მენეჯერი მოხვდა.
საუბარი ზინედინ ზიდანზეა და გავრცელებული ინფორმაციით, კინოპროდიუსერი ფრანგთანაც აპირებს გასაუბრებას.
ლუჩანო სპალეტის შესაძლო შემცვლელთა შორის 40-მდე გვარი სახელდება. ბოლო დროს ყველაზე აქტიურად ვინჩენცო იტალიანოსა და კრისტოფ გალტიეს სახელები ჟღერდა, მაგრამ უსამსახუროდ დარჩენილმა ზიდანმა, რომელმაც ახლახან პსჟ-ის ჩაბარება იუარა, იქნებ კვარაცხელიას გუნდი გაწვრთნას..
პსჟ-მა გუნდის მწვრთნელობა კვლავ ზიდანს შესთავაზა - ფრანგის პასუხიც ცნობილია