ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მამარდაშვილის დამატებით იტალიური გრანდიც ინტერესდება - შესაძლო ტრანსფერი მოქმედი მეკარის ბედზე გადის

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ინტერს" ანდრე ონანა დატოვებს, მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილი იქნება.

"ნერაძურის" ქართველთან ერთად "ემპოლის" კიპერის, გილერმო ვიკარიოს ვარიანტიც აქვს, თუმცა ჩვენებურის დამატება უფრო პრიორიტეტული იქნება.

მოგეხსენებათ, ონანას "ჩელსის" უკავშირებენ და დიდი ალბათობით, ის კარიერას "სტემფორდ ბრიჯზე" განაგრძობს.

ლონდონელებთან დაკავშირებით მამარდაშვილის გვარმაც გაიჟღერა. გიორგის მიმართ ინტერესი, "არისტოკრატების" გარდა, არაერთ გუნდს აქვს, დღეს კი უკვე, როგორც მოგახსენეთ, ახალმა კლუბმა "ინტერმა" გაიჟღერა.
ასევე დაგაინტერესებთ