"ვოცნებობ, რომ "ვალენსიაში" დიდხანს დავრჩე, თუმცა..." - რა განაცხადა მამარდაშვილმა?

AutoSharing Option
გუშინ, 12 მაისს, ლა ლიგის 35-ე ტურში, "ვალენსიამ" "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0, დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა, ქართველმა კარის დარაჯმა "ვალენსია" გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

ჟურნალისტებმა გიორგის საკუთარი მომავლის შესახებ ჰკითხეს. "მამარდას" თქმით, ყველაფერი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული...

"ვოცნებობ, რომ "ვალენსიაში" რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე, თუმცა ეს ბოლომდე ჩემზე არაა დამოკიდებული. ჩემს მომავალზე სხვას ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება "რაიოსთან" მატჩს, ყოველთვის ვცდილობ, რომ საკუთარი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესო და ყველა დარტყმა მოვიგერიო, რომლებიც ჩემი კარისკენ
წამოვა.

ცუდია, რომ ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა წინ სამი ტურია და მაქსიმალური ქულების მოპოვებას შევეცდებით", - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-9 ადგილზეა. რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 16 მაისს, "სოსიედადთან" გამართავს.

altმამარდაშვილის შესანიშნავი დაბრუნება - გიორგიმ მეცამეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

altროდესაც მთელი "მესტალია" შენ გვარს სკანდირებს - აი, ასე უყვართ "ვალენსიას" ქომაგებს მამარდაშვილი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესპანეთის ჩემპიონატი ზუსტად მასზეა მორგებული, კარგი იქნება ატლეტიკოში თუ გადავა!
მერაბი
10:14 14-05-2024
0
ჟურნალისტებს ჯერ კიდევ გუნდში ყოფნისას არავინ ეუბნება სხვაგან მივდივარო. გიორგი თავმდაბალი კაცია, თუმცა ყველაზე უკეთ მან იცის, რომ შემდეგ სეზონში ის სხვა, უფრო დიდ გუნდში იქნება, რაც ყველა გულშემატკივარს გვახარებს.
pablo
11:24 13-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული