ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩას მორიგი აღიარება - კვარაცხელიას მიერ "ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ში სეზონის საუკეთესოდ დასახელდა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-მ გასული სეზონის საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ატალანტას" კარში შეგდებული ბურთი დაასახელა.

ქართველმა ეს შედევრი 11 მარტს ბერგამოულ კლუბთან საშინაო მატჩში შექმნა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.