დონარუმას ბენეფისი - პსჟ-მ აუღებელი ციხესიმაგრე აიღო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პსჟ-მ "ლივერპულს" პენალტების სერიაში 4:1 აჯობა და ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.

შეხვედრის პირველი 45 წუთი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და არაერთი მომენტი ვიხილეთ. პსჟ-მ თამაში აქტიურად დაიწყო და არნე სლოტის გუნდის ნახევარზე პრესინგს მიმართა.

მე-12 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა, გაშვებული გოლის შემდეგ "მერსისაიდელები" გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.

პირველ ტაიმში საგოლე შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეექმნა, დემბელეს პასით ქართველმა ბურთი კარში გადაგზავნა, მაგრამ მის დარტყმულს გრავენბერხი გადაეფარა და ბურთი კარს ასცდა. "კვარამ" ალისონთან პირისპირ
ბარკოლა და დემბელე გაიყვანა, მაგრამ მათ შანსები ვერ გამოიყენეს.

მეორე ტაიმი მერსისაიდელების სრული დომინაციით წარიმართა, თუმცა ჯანლუიჯი დონარუმა მოწოდების სიმაღლეზე იყო. 61-ე წუთზე "ლივერპულმა" კუთხურიდან მომენტი შექმნა, მოჰამედ სალაჰმა ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა, თუმცა ხვიჩამ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. ძირითად დროში არაფერი შეცვლილა, შესაბამისად მეოთხედფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობის გამოსავლენად, დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.

ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია 101-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე კანგ ინ ლი შეიყვანა. დამატებით ტაიმებში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოავლინეს. დარვინ ნუნიესის დარტყმული პენალტი დონარუმამ მოიგერია, ისევე როგორც კერტის ჯოუნსის და პსჟ-მ პენალტების სერიაში 4:1 იმარჯვა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ ითამაშებს, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ეტაპზე "ასტონ ვილასა" და "ბრიუგეს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - პსჟ 0:1
გოლი: დემბელე (12).

altდიდი მატჩი "ენფილდზე", "კვარას" მარცხნივ და ალექსანდრ-არნოლდის წინააღმდეგ თამაშის ალბათობა

მკითხველის კომენტარები / 41 /
ჯერ მენდეშმა გადაარჩინა აშკარა გოლისგან, შემდეგ კვარამ და დემბელეს სისწრაფემ თავისი საქმე გააკეთა. გილოცავთ ვისაც ხვჩას წარმატება გიხარით!
ჩვენი "კვარა" დაფრინავს, ჩვენი "კვარა" არ დადის!
12:02 12-03-2025
1
სტატისტიკა ვნახე და ყველა მაჩვენებლით,პსჟ ს ჰქონია უპირატესობა.ასე რომ ეს გამარჯვება,სრულიად სამართლიანია!ძალიან მეშინოდა,რომ ფიზიკურად ვერ გაუძლებდნენ,დამატებით დროში თუ მოუწევდათ თამაში და გაუძლეს.მხოლოდ 4 შეცვლა განახორციელეს(მეხუთე,უკვე პენალტის დასარტყმელად,ბოლო წუთზე) მაშინ როცა ლივერპულმა, 6 შეცვლა გამოიყენა და მაინც გაუძლეს!პსჟმ უკვე დაამტკიცა,რომ ლივერპულის დონის მონსტრი,მათთვის უძლეველი არ აღმოჩნდა,თუმცა მოკლე სკამი,რა თქმა უნდა მათ შანსებს ამცირებს.აქამდე ვფიქრობდი,რომ პსჟ,მომავალი წლისთვის იქნებოდა მზად,ლიგის მოგებისათვის საბრძოლველად,როცა შემადგენლობას დააკომპლექტებდნენ,თუმცა აღმოჩნდა,რომ ლივერპულის გადალახვა,ამ რესურსითაც შესაძლებელი ყოფილა და რატომაც არა,ყველას გადალახვა?ლიგა 1-ში,პრაქტიკულად ჩემპიონები არიან და მთელ რესუსრსს,ლიგის მოგებას თუ მოახმარენ,წელსაც შესაძლებელია,გამარჯვებაზე ოცნება.მთავარი საფრთხე,ტრავმები და შესაძლებელი დისკვალიფიკაციაა,რადგან სრულფასოვნად არ არის დაკომპლექტებული და მეტოქეების,ამის გამოყენებას შეეცდებიან.თუ ვერ შესძლებენ გამარჯვებას,არც ეგ არის დიდი პრობლემა,რადგან ეს პროექტი,მომავალ 2-3 სეზონში პიკზე გასვლაზეა გათვლილი,როცა გუნდის სრული დაკომპლექტება დასრულდება,ეს სეზონი კი,მაინც გუნდის შესაკვრელად და გამოცდილების დასაგროვებლად სჭირდებათ,თუმცა კი ვხედავთ,რომ თუ რაღაც ფაქტორები წარმატებით დაემთხვა,წელსვე შეუძლიათ,ოცნების ასრულება.გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა. კვარა დაცვის უკანასკნელ ზღურბლზე იდგეს და საგოლე დარტყმისაგან იცავდეს საკუთარ კარს,ბოლო ტურებში უკვე რამდენჯერმე ვნახეთ და წუხელ კი,სწორედაც პირადად იხსნა გუნდი,ანგარიშის გათანაბრებისაგან.წინა წლებში,ასეთი კვარა,მხოლოდ ნაკრებში გვახსოვს.სხვებიც ასევე არიან და ეს ნიშნავს,რომ პსჟს უკვე ამ სეზონში შეუძლია, სანუკვარი მიზნის მიღწევა.რატომაც არა?!
სოსო
11:36 12-03-2025
1

სიახლეები პოპულარული