ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძე "იუვენტუსში"? ჯუნტოლის სამეულში ქართველი შემტევიც შედის

AutoSharing Option
კრისტიან ჯუნტოლი "იუვენტუსის" ახალი სპორტული დირექტორია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ კრისტიანს რამდენიმე ფეხბურთელის ვინაობა საკუთარ ბლოკნოტში უკვე ჩაწერილი აქვს.

როგორც Il Corriere della Sera წერს, "ბიანკონერის" უფროსობისთვის მთავარი კონკრეტული ფეხბურთელების გაყიდვა, შემდეგ კი ახალი სახეებით შევსება გახლავთ.

როგორც ცნობილია, ჯუნტოლის სამეული შემდეგნაირია:

1. დოეხი ("უნიონ ბერლინი, მცველი, ღირებულება 17 მილიონი ევრო)
2. მაზრავოი (მიუნხენის "ბაიერნი", მცველი, ღირებულება 28 მილიონი ევრო)
3. მიქაუტაძე ("მეცი", შემტევი, ღირებულება 10 მილიონი ევრო).

როგორც ჩანს, "ბებერი ქალბატონის" ინტერესი ქართველი შემტევის მიმართ მართლაც რომ რეალურია.

მომზადებულია numero-diez-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ