"ჯუნტოლიმ მითხრა, დე ლაურენტისთან მუშაობის შემდეგ, მზად ვარ ვიეტნამის ომშიც წავიდეო" - "კარპის" ყოფილი დირექტორი

AutoSharing Option
"კარპის" ყოფილმა პრეზიდენტმა სტეფანო ბონაჩინიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის შესახებ ისაუბრა. 52 წლის საფეხბურთო სელექციონერი "კარპის" სპორტული დირექტორის პოსტს 2009/2015 წლებში იკავებდა.

"ჯუნტოლი "იუვენტუსში" თავს შესანიშნავად გრძნობს და პირველივე სეზონში ტიტული მოიგო. "ნაპოლიში" მუშაობის დროს დიდი გამოცდილება მიიღო. ერთხელ კრისტიანომ მითხრა, დე ლაურენტისთან მუშაობის შემდეგ, მზად ვარ ვიეტნამის ომშიც წავიდეო", - განაცხადა ბონაჩინიმ.

შეგახსენებთ, გუშინ "იუვენტუსმა" მასიმილიანო ალეგრისთან თანამშრომლობის შეწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა.

altდე ლაურენტისი: კვარაცხელია? ვნახოთ, ვინ გეგმავს მის შეძენას - ის მე აღმოვაჩინე

alt

"ეს 7 ფეხბურთელი ხელშეუხებელია" - ცნობილია, რომელი მოთამაშეების გასხვისებას არ გეგმავს დე ლაურენტისი

alt"დე ლაურენტისი კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა - იტალიელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული