ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძით ლა ლიგის კლუბიც დაინტერესდა, მაგრამ...

AutoSharing Option
Diario de Cádiz-ი იტყობინება, რომ "მეცის" თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით, "კადისი" დაინტერესდა.

გამოცემის ცნობით, ანდალუსიური კლუბი სეზონის წინ გაძლიერებას აპირებს, ახალ ფეხბურთელებს ეძებს,  ფინანსურად  ხელმისაწვდომი ტრანსფერების განხორციელებას ცდილობს, ყურადღებით აკვირდება მიქაუტაძეს, რომელმაც თავისი გუნდის ლიგა 1-ში გადასვლაში საკვანძო როლი ითამაშა; შედეგად, ივნისში, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 10 მილიონი გახდა, "კადისი" ფასით დაინტერესდა და ინტერესიც შეუნელდა.

აღნიშნულია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს დაიხურება. მიქაუტაძის კანდიდატურა ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური არაა, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ერთი თვის განმავლობაში.

"მეცი" მიქაუტაძეს 20
მილიონად აფასებს და უფრო დაბალი ფასის შეთავაზებებს არ განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ