"ლაციომ" მიქაუტაძის შესაძენად ნაბიჯი გადადგა - "მეცი" 20 მილიონს ფეხს არ უცვლის

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, "მეცის" სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის თაობაზე მათთვის სერიოზული წინადადებით არავის მიუმართავს, მაგრამ ადგილობრივი გამოცემა Let's Go Metz-ი საპირისპიროს ამტკიცებს.

აღნიშნულია, რომ ფრანგულმა კლუბმა მიქაუტაძესთან დაკავშირებით მორიგი შეთავაზება მიიღო, "ლაციომ" 15 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა უარით გაისტუმრეს, რამაც, შესაძლოა, ქართველის უკმაყოფილება გამოიწვიოს:

"მდინარე მოზელის პირას ზაფხულის საპნის ოპერა გრძელდება. უარყო რა "ბარნლის" შეთავაზება, "მეცი" მიქაუტაძის ტრანსფერზე ახალ წინადადებაზეც არ დათანხმდა. ჩვენი ინფორმაციით, "ლაციო" "ბარნლის" მსგავსად 15 მილიონის გადახდაზე მზად იყო, მაგრამ კლუბს თანხა ეცოტავა, რამეთუ მინიმუმ 20 მილიონს და ბონუსებს ითხოვს. 

მიქაუტაძის უკმაყოფილობის დასაწყისი?

მიუხედავად
იმისა, რომ გიორგი თავგადასავლის "მეცში" გაგრძელების წინააღმდეგი არ გახლდათ, ახალი შეთავაზების უარყოფამ არაა გამორიცხული ძალიან გააღიზიანოს. ქართველს ამ სეზონშივე იტალიაში ძლიერ პროგრესირების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ მას ასე იოლად ვერ შეელევიან. ამაზე ნათლად მეტყველებს გასულ სეზონში მცველების - ფაბიენ სანტონზის და ბუბაკარ კუიატეს "ნანტსა" და "მონპელიეში" გასხვისება. მით უმეტეს, პიერ დრეოსიმ ახლახან გაამხილა, რომ ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელით დაინტერესებულ ორ თუ სამ კლუბთან კონტაქტზე იმყოფებიან".

მკითხველის კომენტარები / 8 /
Tu darcha arc es iqneba cudi varianti. "Meci" wels kargad itamashebs da ar gavardeba.
.........
10:17 31-07-2023
2
რადგან კვარას პრეტენდეტი ახსოვთ, ყველას გონია, რომ ნებისმიერი ქართველი ადვილად ხელმისაწვდომია. ამის მაგალითია კვიპროსის აპოლონის ინტერესი შახტარში ახლადგადასულ გოჩოლეიშვილზე.რეალურად მიქაუტაძე ახლაც 20 მილიონზე მეტი ღირს და რატომ არ უნდა მოითხოვოს გუნდმა, რომელმაც შანსი მისცა ფართო საზოგადოებას გაეცნო ის? მეორე სეზონი იჯარით გაშვება შეცდომა იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მის გასავითარებლად გაკეთდა ყველაფერი, გუნდმა იზრუნა მის მომავალზე და ახლა ვერ გაუშვებს ადამიანს, რომელიც პოტენციურად 20 მილიონზე ბევრად მეტი ღირს მათი დამსახურებითაც. ეს როგორც ბიზნესის, ასევე წმინდა სპორტული პრინციპის საკითხია
Haaland
09:03 31-07-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული