ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავითაშვილის "ბორდომ" სეზონი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ გასვლაზე „პოსთან“ 0:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას და პენალტი ვერ გამოიყენეს.

"ბორდოს" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა და 78-ე წუთზე შეცვალა. მან შოვში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და შავი სამკლავურით ითამაშა.

14 აგვისტოს ჟირონდული გუნდი „კონკარნოს“ უმასპინძლებს.

პო. „ნოსტ კამპი“
პო - ბორდო 3:0
გოლები: 1:0 საივე (17), 2:0 ჟორჟი (20), 3:0 ბუტაიბი (73)
გამოუყენებელი პენალტი: ვიპოტნიკი (65, ბორდო)