ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზივზივაძის "კარლსრუე" გერმანიის თასიდან გამოვარდა

AutoSharing Option
გერმანიის თასზე „კარლსრუე“ გასვლაზე მესამე ლიგის „საარბრიუკენთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში იყო, ამჯერად გოლი ვერ გაიტანა და 75-ე წუთზე შეცვალეს.

შემდეგ შეხვედრას „კარლსრუე“ 18 აგვისტოს მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურში ვისბადენში „ვეენთან“ ჩაატარებს.

საარბრიუკენი. „ლიუდვიგსპარკი“
საარბრიუკენი - კარლსრუე 2:1
გოლები: 1:0 ცივეჯა (48), 1:1 სტინდლი (65), 2:1 ბრიუნკერი (90)

ასევე დაგაინტერესებთ