მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში ბუდუ ზივზივაძემ "კარლსრუეს" სახლში "ჰამბურგთან" ქულა მოუპოვა - 2:2.
ზივზივაძე ამჯერად მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა სასტარტოში არ დააყენა, მასპინძლები პირველ ტაიმში ფაბიან შლეუსენერმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ. ბუდუ 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა.
"კარლსრუეს" 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და შემდეგ მატჩს 11 აგვისტოს გასვლაზე თასზე "საარბრიუკენთან" ჩაატარებს.
კარლსრუე. "BBBank ვიდპარკი"
კარლსრუე - ჰამბურგი 2:2
გოლები: 1:0 შლეუსენერი (13), 1:1 ბენესი (61), 1:2 გლატცერი (65), 2:2 ზივზივაძე (90+5)