ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კაშიას და კანკავას "სლოვანი" ისრაელშიც დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „სლოვანი“ ჰაიფაში „მაკაბისთან“ 1:3 დამარცხდა.

სტუმართა რიგებში ისევ შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

პირველი შეხვედრის 1:2 წაგების შემდეგ ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ სასწაულის მოხდენას და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდებოდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.

„სლოვანი“ ახლა ევროპა ლიგის პლეი-ოფში ლიმასოლის "არისს" შეხვდება, რომელმაც "რაკუვის" ბარიერი ვერ გადალახა. შეგახსენებთ, ქართველების გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

ჰაიფა. „ოფერ სტადიუმი“
მაკაბი - სლოვანი 3:1
გოლები: 1:0 პიეროტი (29), 2:0 საბია
(45+2), 2:1 ტოლიჩი (85), 3:1 დავიდი (90+3)

ასევე დაგაინტერესებთ