ვაისი თბილისური მატჩის სკანდალურ ფეხბურთელს ეძებს

AutoSharing Option
ალბათ, კარგად გახსოვთ ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელი ჟერსონ როდრიგესი, რომელიც თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებულ ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თანაკლუბელ ჯაბა კანკავას ეჩხუბა. მან ისევ უდისციპლინობით გამოიჩინა თავი.

სლოვაკური Hetrik-ის ცნობით, როდრიგესი "სლოვანში" არ გამოცხადდა და გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ძალიან გააბრაზა. "როდრიგესი ნაკრებიდან არ დაბრუნდა. ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ - მეც და კლუბმაც. ეს დისციპლინის საკითხია. ჩემთვის გუნდი უპირველესია", - განაცხადა ვაისმა.

კიევის "დინამოდან" იჯარით გაშვებულმა როდრიგესმა "სლოვანში" 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯაბას და გურამს ემალება ეგ ინტრიგანი უეჭველი )))
აირტყავს მაგრად და ღირსიც იქნება
გიო9
20:46 02-04-2024
1
ეს ნაღდად ლუქსემბურგის პოლიციას გაურბის, ამბობდნენ შეიძლება ჩასვანო ძალადობის გამო.
Givi
17:44 02-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული