Tuttosport: "ტორო" - გიგანტი საზონოვი "ტორინოში" მოდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი მალე "ტორინოს" ფეხბურთელი გახდება.

საზონოვი დღეს იტალიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაფრინდა და მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში "სპარტაკთან" მატჩის განაცხადში არ მოხვდება. Sky Sport-ის ცნობით, ტურინული კლუბი საბას 3 მილიონ ევროდ შეიძენს და აგრეთვე, "დინამოს" ფეხბურთელის წარმატებული ასპარეზობის მიხედვით, სხვადასხვა ბონუსს გადაუხდის. ასევე, რუსული კლუბი მისი შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტს მიიღებს.

"ტუტოსპორტი" წერს, რომ "ტორინოში" "ტორო" გადადის, რომელიც "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თანანაკრებელია, უკანასკნელ ხანს "უდინეზეს" სამიზნე იყო, მაგრამ გიგანტური აღნაგობის საზონოვმა საბოლოოდ არჩევანი ტურინულ
კლუბზე შეაჩერა. გამოცემა აღნიშნავს, რომ იტალიაში რუსული ლიგიდან ფეხბურთელების გადაყვანას ერიდებოდნენ, სწორედ ამისაკენ მოუწოდებდა "რომას" ყოფილი და "ლილის" ამჟამინდელი მწვრთნელი პაულო ფონსეკა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ნებისმიერ თავდამხსნელს შეაშინებს ისეთი ჰაბიტუსი აქვს
ბადრი
30 აგვისტო 2023 11:35
0
უმაგრესი ამბავია ! სერია ა-ს გუნდია ბოლო ბოლო ტორინო და ძალიან დიდი ისტორიით და სხვათა შორის ტურინში იუვენტუსზე გაცილებით მეტი გულშემატკივრები ყავთ (დაახლოებით 70-30 %) ერთი ისაა ცუდი რომ შემდეგი გაყიდვის პროცენტები ჩაწერეს დინამოსთვის და ეს გააძნელებს უფრო ძლიერ გუნდში საბას გადასვლას (გასაგებია რატომაც)
zura222
30 აგვისტო 2023 08:27
1
ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს იტამაშებს ისევე როგორც დიდი იმედი მაქვს გელაშვილის. რატომღაც მჯერა ამ ორი კაცის და 3-4 წელიწადში კარგი დაცვის ცენტრი ეყოლება ნაკრებს. და საერთოდ ისე მიდის საქმე ძალიან კარგი გუნდი უნდა გვყავდეს 3-4 წელში. მთავარია არ მოეშვნენ ბიჭები
იბერია
29 აგვისტო 2023 23:28
1
ისე რომ იცოდეთ 90ან წლებში ამაზე გაცილებით ძლიერი შემადგენობა გვყავდა
margalona
30 აგვისტო 2023 00:06
3
ყოჩაღ კარგი ტრანსფერია, რაც მთავარია ყინული დაძრულია და კვარას ეფექტმა აპენინურ კლუბებში უკვე წინა პლანზე წამოწია ქართველი იმედისმომცემი ფეხბურთელების მოძიება/გაფორმებები. კი კონკურენციაც დიდ ხვდება ტორინოში იურიჩის სამ ცენტრალურ მცველიან ტაკტიკაში სადაც როდრიგესი ბონჯორნო და სხურსი გუნდის შეუცვლელი წევრები არიან მაგრამ არის შანსი ეს უკანასკნელი დაემშვიდობოს გუნდს მისი კარგი თამაშით გამოწვეული ინტერესიდან გამომდინარე და ეს ტრანსფერი აქედანვე თადარიგის დაჭერას გავს. ისე კი პირიქით კონკურენცია არ უნდა აშინებდეს არცერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს პირიქით ეს არის ფეხბურთის მთავარი "მუღამი" გამოწვევა რომ შენი ბრძოლით, ოფლით, მოტივაციით დაამტკიცო შენი ღირებულება და დაძლიო ეს კონკურენცია რაც საბოლოო ჯამში ერთი საფეხურით მაღლა წევს შენ საფეხბურთო ლეველს და საბოლოოდ ყალიბდები მტკიცე, გაუტეხავ ფოლადად. წარმატებები ჩვენს საბას მას ყველა მონაცემი აქვს ამ ყველაფრის მისაღწევად. და თან სად "კატენაჩოს" მექაში რომ ძირითადის ცენტრ: მცველი გყავს იმ ნაკრების დაცვის პერსპექტივა "ტკბილად ძილის" საშუალებას უჩენს მის გულშემატკივარს.
Fygaro
29 აგვისტო 2023 23:16
0
ხვიჩამდე სერია ა-ს იშვიათად უყურებდი და ისიც იუვეს. ახლა ნაპოლის თამაშებს ხომ არ უშვებ და ტორინოც დაემატება. წარმატება საბას.
G.LA
29 აგვისტო 2023 22:36
2
Sagol
Levani
29 აგვისტო 2023 21:49
1
საბა აქაც წარმატებით ითამაშებს.
ახლა რუსეთის თასზე,სპარტაკი ეთამაშება დინამოს და 25 წუთზე,უკვე 4-0 უგებდა.გაგნიძე ძირითადშია და მეოთხე გოლი,მთლიანად მის კისერზეა.ერთი კაცი ედგა კედელში და მაინცდამაინც მას მოარტყა ბურთი.მერე კი,ასხლეტილი ბურთი ისევ კედელში მდგომს გაატანეს და გაგნიძემ,მასთან სისწრაფეში ბრძოლა,პირწმინდად წააგო.
სოსო
29 აგვისტო 2023 21:21
0
გაგნიძეზეა სტატია?
დათო
30 აგვისტო 2023 10:54
2
ესენი იტალიის მთელ ჩემპიონატს გვაყურებინებენ
ასე სჩანს
თენგო
29 აგვისტო 2023 20:11
0
დამიჯერე ყველაზე მაგარი ჩემპიონატია ) გარდა ფეხბურთისა თავისი ემოციურობებით და ინტრიგებით )
dato
29 აგვისტო 2023 21:41
1
მაგარი კომენტარია. ბრავო! )))
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
29 აგვისტო 2023 21:00
2
წარმატებები საბას.
ზოლა
29 აგვისტო 2023 19:54
1

სიახლეები პოპულარული