ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რატომ ცვლი გუნდის ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელს?" - გარსია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

AutoSharing Option
გუშინ, 2 სექტემბერს, სერია A-ს მე-3 ტურში "ნაპოლიმ" "ლაციოს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

"პარტენოპეის" ქომაგებმა მარცხის მთავარ მიზეზად რუდი გარსიას გადაწყვეტილებები დაასახელეს და სოციალურ ქსელში ფრანგი სპეციალისტი გააკრიტიკეს.

"ანგისასთან ერთად, მოედანზე ერთით ნაკლები ფეხბურთელი გვყავდა. გარსიამ ზელინსკი, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი შეცვალა, თუმცა არა ანგისა, რომელსაც კატასტროფული მატჩი ჰქონდა. რატომ შეცვალა "კვარა", რომელიც გუნდის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია?", - ვკითხულობ ქომაგების კომენტარებს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო მატჩს სანაკრებო შესვენების შემდეგ, 16 სექტემბერს, "ჯენოას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ამიტომ შევცვალე ხვიჩა" - რუდი გარსიამ

მიზეზი განმარტა

altროგორ შეაფასეს კვარაცხელიას თამაში?

altხვიჩა სასტარტოში დაბრუნდა - "ნაპოლის" სახლში "ლაციომ" სძლია [VIDEO]