სერია A-ს მესამე ტურში, "ლაციოსთან" წაგებულ საშინაო მატჩში (1:2) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 66-ე წუთამდე ითამაშა. ის მიმდინარე სეზონში პირველად იყო სასტარტოში.
კვარაცხელიას flashscore-მა 6.6, Whoscored-მა 6.8, Sofascore-მა კი 7.1 დაუწერა. იტალიური მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ხვიჩა პირველ ტაიმში აქტიურობდა, გოლის გატანაც შეეძლო, შესვენების შემდეგ კი იშვიათად შესამჩნევი გახლდათ.
ჩვენი ვალია გავამხნევოთ და ვუგულშემატკივროთ.
,,ლაციოსთან,, და არა მარტო, ზოგადად მეც მეტს ვითხოვ, მაგრამ ასე არ არის და ვისაც ფეხბურთი არ გითამაშიათ, ნუ იძაბებით.