საზონოვი სათადარიგო იყო - "ტორინომ" 3 ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
სერია A-ს მესამე ტურში „ტორინომ“ სახლში „ჯენოა“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის ახალწვეული საბა საზონოვი სათადარიგო იყო. გოლი სერბმა ნახევარმცველმა ნემანია რადონიჩმა თანამემამულე ივან ილიჩის პასით კომპენსირებულ დროში გაიტანა.

„ტორინო“ 4 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 18 სექტემბერს გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

ტორინო. „ოლიმპიკო დი ტორინო“
ტორინო - ჯენოა 1:0
გოლი: რადონიჩი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული