ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი მოისწრაფიშვილი ბელგიურ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოდან" იჯარით "ბევერენში" გადავიდა. ახალ გუნდში ის 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბელგიურ კლუბს მომავალ წელს მოისწრაფიშვილის კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.

"ბევერენი" ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში 4 ტურის შემდეგ 4 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 9 სექტემბერს თასზე ვირტონში "ექსელსიორს" დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს, ჩემპიონატის მეხუთე ტურში - სტუმრად "ბეერსხოტს".