"ნაპოლიმ" სტუმრად "ბრაგას" დიდი გაჭირვებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ბრაგა“ 2:1 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ორტას და ოსიმენს გატანა მეკარეებმა არ დაანებეს. შემდეგ კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და მეკარე მატეუსმა იხსნა თავისი გუნდი. მერე მან დო ლორენსოცაც არ გაატანინა. „ნაპოლი“ თანდათან უპირატესობას დაეუფლა, ხვიჩას დაგორებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და პორტუგალიელები ამჯერად ხარიხამ იხსნა. უნდა ითქვას, მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და სახიფათონი იყვნენ. 35-ე წუთზე კარის წინ მცველთან ბრძოლაში ვიქტორი წაიქცა, მსაჯმა
ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. კომპენსირებულ დროში კი საჯარიმოში "კვარას" ჩაწოდებული ბურთი ოსიმენისგან დი ლორენცოს მიუვიდა და კაპიტანმა უძლიერესი დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, „ბრაგა“ აქტიურობდა და „ნაპოლის“ ხშირად უწევდა თავდაცვა. „კვარა“ 66-ე წუთზე ელმასმა შეცვალა, ხოლო პოლიტანო რასპადორიმ. მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა ზილენსკიმ ვერ უწია მიზანს. პორტუგალიელებმა კი ბრუმას თავურით ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, მალე ზილენსკის ჩაწოდებულ ბურთს ნიაკატემ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. დარჩენილ დროში მასპინძლებს სამი კარგი შანსი მიეცათ: ორტამ და ბრუმამ მიზანს ააცილეს, ხოლო პიცის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "ნაპოლიმ" არადამაჯერებელი თამაშით გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 3 ოქტომბერს, მეორე ტურში „რეალს“ უმასპინძლებს.

ბრაგა. "ესტადიო მუნიციპალი"
ბრაგა - ნაპოლი 1:2
გოლები: დი ლორენცო (45+2), 1:1 ბრუმა (84), 1:2 ნიაკატე (88, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 48 /
შეეშვით ამ კაცს ჯერ გადაღლილია და კარგად დასვენება ვერ მოასწრო გარდა მაგისა წვიმიანი ამინდი იყო და არ უყვარს კვარას წვიმაში თამაში
სსს
21 სექტემბერი 2023 07:40
3
მართლაც იმიტომ ცვლის ის დურაქი გარსია კვარას ჯიბრზე ამით ხალხს ეუბნება--მკიდია თქვენი აზრები აქ მე ვარ შეფიო !და მაგის "შეფობა" ბოლო კვირებს ითვლის ! რეალთან წაგების მერე არ გაუშვებენ მაგრამ ოქტომბერში რომ წააგებენ ან ვერ მოიგებენ 3-4 თამაშს აუცილებლად გააპანღურებენ და ლაურაც ვერ უშველის !
zura222
21 სექტემბერი 2023 06:11
2
აშკარაა, რომ კვარა ჯერ არ არის ძველებურ ფორმაში. ეს ფაქტია. მაგრამ, კვარა და პოლიტანო რომ გაიყვანა მოედნიდან, ეგრევე ჩაქრა ნაპოლი. ესეც ფაქტია.
კვარაისტი
21 სექტემბერი 2023 05:32
1
რას ჰქვია, რა დროს ცოლია? ტალახაძეს ცოლიც ჰყავს და ბავშვებიც და კაცმა 2 ოლიმპიადა და 7 მსოფლიო მოიგო. ტატო გრიგალაშვილს და ლაშა შავდათუაშვილსაც მშვენიერი ოჯახები აქვთ შექმნილი და ვერ დაიპყრეს მსოფლიო ძიუდოს ოლიმპი?
გულშემატკივარი
21 სექტემბერი 2023 02:58
13
ნუ ადარებთ , ყველაფერი ინდივიდუალურია, ჩვენ ემოციური ერი ვართ, ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამ ასაკში ოჯახზე პასუხიმგებლობა, მიუხედავად იმისა რომ გვერდში უდგანან , ზოგჯერ ხელისშემშლელია კონცენტრაციის ამბავში. მაგალითები ჩვენ ფეხბურთში ბევრია, ზოგზე დადებითად მოქმედებს, ზოგზე უარყოფითად, ჩვენთან უფრო მეორე ჭარბობს. იმედია ხვიჩა გაუმკლავდება გამოწვევებს და ჩვენც მრავალჯერ გაგვახარებს. ფიზიკაც მოსამატებელი აქვს...
გუსანი
21 სექტემბერი 2023 12:13
4
ცოლი რა კავშირშია კარგად თამაშთან ვერ ვხვდები, ცოლი ვისაც არ ყავს პარტნიორი ქალები არ ყავთ თუ რა? და ტალახაძის შტანგის აწევა რა კავშირშია ფეხბურთთან სადაც 90 წუთი დარბიხარ და მანევრირებ.
toti
21 სექტემბერი 2023 10:17
2
ყველა გამოხმაურება
ძალიან კარგად ითამაშა. ორი ასისტი მაინც უნდა ჰქონოდა დღეს და ვერ გამოიყენეს. გოლში მონაწილეობა მიიღო და ერთ-ერთი მაღალი შეფასება აქვს გუნდში. შეცვლაზეც ასეთი რეაქციები ნუ გვექნება (კვარას ჩათვლით). გაიხსენეთ,შარშანაც ცვლიდა სპალეტი მე 60-70 ე წუთზე მაგრამ საუკეთესო გახდა სპალეტის ხელში.
წინ უკეთესი თამაშები იქნება❤️
Skeleton
21 სექტემბერი 2023 02:33
8
ფეისბუქზე ვნახულობ კვარაზე დაწერილ მახინჯ კომენტარებს, აბსოლუტურად ყველას პროფილებზე გადავიდივარ და ჰოი საოცრებავ, ყველა თავის დაწერილ კომენტარს ჰგავს. ცარიელი, უბადრუკი, გამწარებული ლუზერი.
აი კვარა რო უმაგრეს ფორმაში იყო და ნეაპოლში რომ დადიოდნენ უფასო პიცის საჭმელად ის ხალხი ლანძღავს თან, დიდის ამბით წერენ, ნეაპოლში დავდიოდითო და თავებს ირცხვენენ.
წარმოიდგინეთ, საამაყოდ რომ ჩადიხარ, უფასოდ პიცას ჭამ, თან ნეაპოლელების ქება-დიდება გსიამოვნებს, იმათ მოფერებაზე კრუტუნებ, მერე აქ ჩამოდიხარ და მაგ ყველაფრის შემოქმედ ბიჭს ლანძღავ და აგინებ. თან ამას საჯაროდ წერ.
როგორ არ უნდა გიტყდებოდეს ასეთი ფარისეველი და სულით მოღალატე რომ დადიხარ.
ისევ კარიერის ზენიტში რომ იქნება კვარა მერე ისევ დაიწყებენ იქ ძუნძულს.
ფუ როგორ რეალურად დამანახა კვარამ ამ ხალხის რეალური მახინჯი მხარე. ყველა ერთნაირი როგორ გახდა. ნებისმიერი ერს რომ ჰყავდეს კვარასნაირი სპორტსმენი, არავინ მოექცეოდა მას ასე, როგორც ამ ქვეყანაში ექცევიან. მე მრცხვენია ამათ მაგივრად. ერთი რასაც ვაკეთებ, ყველას პროფილებზე გადავიდივარ და სახეებზე ვაკვირდები, მაინტერესებს რანაირად არიან ასეთი არარაობები.
ლუზერებს
21 სექტემბერი 2023 02:26
6
100% ბოღმიანი ხელმოცარულები. :)
რატი
21 სექტემბერი 2023 12:05
1
სხვა საქმე არ გაქვს ძმობას გაფიცებ აი შენი საქმე რამით რომ დაკავდე და სხვისი წარმატებით არ ცხოვრობდე :დ
გოგა
21 სექტემბერი 2023 08:10
3
ყველა გამოხმაურება
კვარა დღეს მომეწონა!!ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო მოედანზე!
სოსო
21 სექტემბერი 2023 02:04
6
რა დროს ცოლი იყო შე კაი კაცო
?
21 სექტემბერი 2023 02:00
47
შენ თუ გინდა?!იმას თუ უნდა?!თუ ეგრეა,ჩაამთავრე რთველი და შენი გაუგზავნე,მერე!ბიჯო,არ შეჭამეს გული?!
.
21 სექტემბერი 2023 11:50
1
სად უნდა გაიცინო ჯუღელის ხელის ბიჭო ხომ იცი? ისე გაზრდილხარ და ბაჯაღლო გამხდარხარ….
იი სად გავიცინოთ-ს
21 სექტემბერი 2023 11:43
3
ყველა გამოხმაურება
სომეხი და ჟმოტი ლოურენტესის ბრალია ყველაფერი
სიმართლე
21 სექტემბერი 2023 01:57
7
ეხლა ბევრი დაწერს ვუი ისევ ვერ გაიტანა ხვიჩამ?რა ჭირთ კაცო ამ ქართველებს როგორ კარგად იწყებენ და მერე რა ემართებათ))ოღონდ ამას იტყვის ის ვინც თამაშს საერთოდ არ უყურა და ფეხბურთშიც ვერ ერკვევა!!!!საუკეთესო იყო დღეს ხვიჩა მინდორზე!!!!!რატომ შეცვალა მწვრთნელმა ეს არის უბრალოდ შოკი!!!შოკი!ბოლო ხმაზე ვიყვირე ისე გამიხარდა 1-1 რომ გახდა ანგარიში!!არ იმსახურებს ეს მწვრთნელი გამარჯვებას!სასწრაფოდ გასაშვებია გუნდიდან!ხვიჩა 3 ოქტომბერს რეალთან შეაგდებს ძაან მაგარ გოლს და ამით დამთავრდება მისი უიღბლობა!დაიმასახსოვრეთ ჩემი სიტყვა და დასქრინეთ.და კიდევ ზაბო ანგისა გასაშვებუა გუნდიდან მწვრთნელთან ერთად
შახრუდინი
21 სექტემბერი 2023 01:52
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული