"ნაპოლიმ" სტუმრად "ბრაგას" დიდი გაჭირვებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ბრაგა“ 2:1 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ორტას და ოსიმენს გატანა მეკარეებმა არ დაანებეს. შემდეგ კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და მეკარე მატეუსმა იხსნა თავისი გუნდი. მერე მან დო ლორენსოცაც არ გაატანინა. „ნაპოლი“ თანდათან უპირატესობას დაეუფლა, ხვიჩას დაგორებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და პორტუგალიელები ამჯერად ხარიხამ იხსნა. უნდა ითქვას, მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და სახიფათონი იყვნენ. 35-ე წუთზე კარის წინ მცველთან ბრძოლაში ვიქტორი წაიქცა, მსაჯმა
ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. კომპენსირებულ დროში კი საჯარიმოში "კვარას" ჩაწოდებული ბურთი ოსიმენისგან დი ლორენცოს მიუვიდა და კაპიტანმა უძლიერესი დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, „ბრაგა“ აქტიურობდა და „ნაპოლის“ ხშირად უწევდა თავდაცვა. „კვარა“ 66-ე წუთზე ელმასმა შეცვალა, ხოლო პოლიტანო რასპადორიმ. მერე მეკარესთან პირისპირ გასულმა ზილენსკიმ ვერ უწია მიზანს. პორტუგალიელებმა კი ბრუმას თავურით ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, მალე ზილენსკის ჩაწოდებულ ბურთს ნიაკატემ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. დარჩენილ დროში მასპინძლებს სამი კარგი შანსი მიეცათ: ორტამ და ბრუმამ მიზანს ააცილეს, ხოლო პიცის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "ნაპოლიმ" არადამაჯერებელი თამაშით გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 3 ოქტომბერს, მეორე ტურში „რეალს“ უმასპინძლებს.

ბრაგა. "ესტადიო მუნიციპალი"
ბრაგა - ნაპოლი 1:2
გოლები: დი ლორენცო (45+2), 1:1 ბრუმა (84), 1:2 ნიაკატე (88, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 48 /
რას აკეთებს ეს კაცი გაურკვეველია...რა გადანაცვლებებს..რა მიზნით....გაგყავს თამაშის საუკეთესო შემტევი...ბიჭი ყველანაირად ამწვავებდა შეტევებს...და მოლოდინი მარალი იმისა რომ საგოლე შეტევბს განავითარებდა..ბრაგა ძალიან მოშვებული იყო..მიუხედავად იმის კარგად მოძრაობდნენ საჯარიმო ხაზთან მისვლა არ გამოსდიოდათ...როგორც კი გაიყავან კვარა თან ნახევარი სათიტ ადრე...გუნდი უცებ გააქტიურდა...უკვე მცველებმაც წაიწიეს წინ აქტიურად...სიზუსტე დააკლდა ბრაგას თორემ მოაბრუნებდა ამ ტამაშს..გარსია თუ ვერ ხვდება ვერ გრძნობს კვარას უბრალოდ ყოფნას როგორი გავლენას აქვს თამაშზე..ან შეგნებულად ცდილობს დათრგუნოს ბიჭი..ან სათამაშო ტაქტიკაში გაურვეველია..,ვერ ვხდები კვარა მშვენეირ ფიზიკურ ფორმაში მყოფი აქტიური ფეხბურთელი რატომ გაიყვანა...
ბუჯანგა
21 სექტემბერი 2023 01:44
3
გარსია როგორც მწვრთნელი არაფრად არ ვარგა მთლიანად, მოშლილია რგოლებს შორის კავშირი და თუ სასწრაფოდ არ მოაშორეს გუნდს გაისად ნაპოლი შეიძლება ევროპა ლიგაზეც ვერ მოხვდეს
ლექხო
21 სექტემბერი 2023 01:37
3
ჟეზუსი და ოლივიერა რატო ეყენა დაცვაში სუსტი მეორე სასტავის ხალხი. თუ შეგზავნილი არ არი
sniper
21 სექტემბერი 2023 01:35
2
გარსია მოგებას არ იმსახურებდა, კვარას შეცვლის შემდეგ მომენტი არ ქონიათ, მხოლოდ ავტოგოლი და ბოლოს ბრაგას უნდა გაეთანაბრებინა აქეთ
ვასო
21 სექტემბერი 2023 01:32
3
არ მინდა დავიჯერო ვარსკვლავური სენის შესახებ, მაგრამ ფაქტია ყოველ ჯერზე თმების გასწორება, მერე ვინმემ რომ უთხრას წვერი ძაან არ გიხდებაო
suxumchanin
21 სექტემბერი 2023 01:27
33
წვერი მოგხვდეს შენა! რა შენი საქმეა?
დავით 67
21 სექტემბერი 2023 05:07
0
ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, კვარას არ უმართლებს როგორც შარშან, დღეს 2-3 ასისტი უნდა ჩაეწერა რა ბურთები არ გავიდა...ნაპოლი საშინლად თამაშობს დაცვაში და საერთოდ რაგაც დაბალ ტემპში თამაშობენ.
Givi
21 სექტემბერი 2023 01:24
1
სასწრაფოდ უნდა მოშორდნენ გუნდებს გარსია და სანიოლი
ლექხო
21 სექტემბერი 2023 01:23
4
რუდი გარსია, ალ-ნასრიდან რონალდოს მიერ გამოპანღურებული, ნაპოლის დააქცევს.
Რაგბის ფანი
21 სექტემბერი 2023 01:21
3
რუდი გარსია მაგარი თარსია
რუდიკს დდშვც
21 სექტემბერი 2023 01:21
3
მწვრთნელი მარტო ტაქტიკა არაა, სპალეტის ქონდა ავტორიტეტიც და გუნდის ნდობაც! ფეხბურთელების განწყობა ბევრს ნიშნავს
mate
21 სექტემბერი 2023 01:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული