ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"თავად განაცხადა, რომ სკამზე ჯდომა ურჩევნია" - ESPN-ის ჟურნალისტი მიქაუტაძეზე საუბრობს

AutoSharing Option
"აიაქსის" ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს რთული პერიოდის აქვს, ახალ გუნდში ქართველს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა. ერედივიზიონის მე-4 ტურში "მეცის" ყოფილი თავდამსხმელი "ტვენტეს" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, თუმცა თავისთვის უჩვეულო - 10-იანის პოზიციაზე მოქმედებდა.

ESPN-ის ჟურნალისტის კრისტიან ვილაერტის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა სათამაშო დროის სიმცირეზე უკმაყოფილება ღიად გამოთქვა და გუნდის მთავარ მწვრთნელს მორის შტეინს განუცხადა, რომ ფლანგზე ან 10-იანის პოზიციაზე თამაშს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ურჩევნია" - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "აიაქსს" "მეციდან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"ვაალვიკისა" და

"აიაქსის" მატჩი მეკარის უმძიმესი ტრავმის გამო შეწყდა [VIDEO]

alt"აიაქსი" "ფეიენოორდთან" 0:4 დამარცხდა - მიქაუტაძე არ ათამაშეს

altმიქაუტაძე შიდა საკლუბო ინტრიგების გამო ზარალდება - ნიდერლანდელი ჟურნალისტის მტკიცებით, ტრანსფერში "აიაქსმა" გადაჭარბებული თანხა გადაიხადა

ასევე დაგაინტერესებთ