კვარაცხელია ლივერპულისთვის დაისვენებს - რა აკავშირებთ სიკვდილს, გადასახადებსა და პსჟს...

AutoSharing Option
ერთ-ერთ უცხოურ გვერდზე ასეთ ხუმრობანარევ სიმართლეს წავაწყდით - სიკვდილი, გადასახადები და ჩემპიონთა ლიგაზე პსჟს წარუმატებლობა ჩვეულებრივი ამბავიაო. რას ვიზამთ, პარიზელებს ამ მხრივ ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამთ. რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურს, ლუის ენრიკეს, ფაქტობრივად, უკვე ჩემპიონი გუნდი "რენს" იმ "როაზონ პარკზე" (29 778) ეთამაშება, სადაც ცოტა ხნის წინ თასზე "სტად ბრიოშინი" დაამარცხა. შეხვედრა დღეს, 8 მარტს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"ლივერპულთან" განმეორებითი და გასვლითი მატჩი სამშაბათსაა, ასე რომ, მოსამზადებლად დიდი დრო არაა. სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება
მიეცემა, დემბელე მარჯვნივ (ან სათადარიგოებში) გადაინაცვლებს, ცენტრფორვარდად კი რამოშს ვიხილავთ.

პსჟს 19 მოგება და 5 ფრე აქვს. სხვათა შორის, მათ რენში თამაში უჭირთ. მართალია, გასულ სეზონში გაიმარჯვეს(ქულები შინ დაკარგეს), მანამდე კი დედაქალაქელებმა ამ ქალაქში ოთხჯერ ვერ მოიგეს(ორჯერ წააგეს). 2023 წელს, როცა "რენმა" (1:0) გაიმარჯვა, პარიზელთა დღევანდელი გუნდიდან მეკარე დონარუმა, ვიტინია, ზაირე-ემერი სასტარტოში თამაშობდნენ, ჰაკიმი და რუიზი შეცვლაზე შევიდნენ, მენდეშსა და კიმპემბეს კი ტრავმა აწუხებდათ. მაშინ მესი/ნეიმარის დუეტმა ვერაფერი გააწყო...

ხვიჩას ლივერპულში დიდი გამოწვევა ელის...

Sportall.Ge

ენრიკემ დაცვაში დრო ბერალდოსა და ერნანდესს უნდა მისცეს, ნახევარდაცვაში კი - ლის. ზაირე-ემერი ის კაცია, რომლის ლივერპულში სასტარტოში დაყენების საკმაოდ დიდი შანსია.

ხორხე სამპაოლის გაშვებისა და ბეიეს დანიშვნის შემდეგ "რენმა" დაცვაში თამაში მკვეთრად გამოასწორა. "ნაპოლიდან" წამოყვანილი ლეო ოსტიგორი ზამთარში გუნდმა "ჰოფენჰაიმში" გაუშვა.

შეხვედრას 31 წლის მატია ვერნიცე გაუძღვება, რომელსაც ევროტურნირებზე უფრო მეოთხე არბიტრად ვხედავთ.

კვირა

20:15 სთ, ლე ავრი - სენტ ეტიენი (ზურიკო დავითაშვილი);

23:45 ნიცა - ლიონი (გიორგი მიქაუტაძე).

altხვიჩამ ამ ორ საკითხზე დაგვაფიქრა... რა აკლდა პსჟს და რა იკითხებოდა მეორე მხარეს

მკითხველის კომენტარები / 22 /
პირველი ტაიმი რომ ითამაშოს, კიდეც საქმეს გააკეთებს, ივარჯიშებს და კიდევაც ლივეპრილელებს იმას უზამს , რაც დინამომ უქნა ძველ დროში რათქმაუნდა, აიხალხი რომ ბრმა იყო და ტოტალიზატორი არ იცოდა მაშინ!
ალექს
16:35 08-03-2025
2
მართლა არ იყო კვარა შესაცვლელი, მისი გასვლის შემდეგ გაქრა შეტევაში კრეატივი, მოულოდნელობა, გოლის შემდეგ ხომ საერთოდ მოიშალა პსჟ
Mamuka09ze
20:31 07-03-2025
3

სიახლეები პოპულარული