ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონეს" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „რომასთან“ 0:2 დამარცხდა.

ამით შეწყდა დი ფრანჩესკოს გუნდის ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია.

გოლები ლუკაკუმ და პელეგრინიმ გაიტანეს, რომელთაც საგოლე გადაცემები დიბალამ გაუკეთა.

სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.

„ფროზინონე“ 9 ქულით მეათე ადგილზეა და 8 ოქტომბერს „ვერონას“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - ფროზინონე 2:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (21), 2:0 პელეგრინი (83)