გასპერინიმ შესაძლოა, მომდევნო სეზონში სხვა იტალიური გუნდი გაწვრთნას

AutoSharing Option
ჟურნალისტ მარკო კონტერიოს ინფორმაციით, "რომას" მომავალ სეზონში გუნდის მთავარ მწვრთნელად "ატალანტას" ამჟამინდელი დამრიგებლის ჯან პიერო გასპერინის დანიშვნა სურს.

"ჯალოროსი" 67 წლის სპეციალისტთან, რომელიც ბერგამოელებს 2016 წლიდან ავარჯიშებს, მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

"მგლებში" მიაჩნიათ, რომ გამოცდილი მენეჯერი ახალი პროექტის მთავარი დასაყრდენი იქნება. მოგეხსენებათ, "რომას" ამჟამად კლაუდიო რანიერი ავარჯიშებს, თუმცა მან ამ პოსტზე დანიშვნამდეც აღნიშნა, რომ დაკავებულ თანამდეობას სეზონის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული