ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძე არ ათამაშეს - "კარდიფმა" და "უოტფორდმა" ქულები გაიყვეს

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მეთერთმეტე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „კარდიფ სიტის“ დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძეს თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა.

მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა, 26-ე წუთზე ანგარიში მარკ მაკგინსმა გახსნა.

მეორე ნახევარში "უოტფორდი" გააქტიურდა და ვაკუნ ისოუფ ბაიომ 54-ე წუთზე სხვაობა აღადგინა, დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.

„უოტფორდი“ 10 ქულით 20-ე ადგილზეა და 21 ოქტომბერს „შეფილდ უენსდეის“ უმასპინძლებს.

კარდიფი. „კარდიფ სიტი“
კარდიფ სიტი - უოტფორდი
გოლები: 1:0 მაკგინსი (26), 1:1 ბაიო (54).

ასევე დაგაინტერესებთ