
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე პირველად დააყენა სასტარტოში და 65-ე წუთზე შეცვალა. მან თავის გუნდში ყველა ანალიტიკური საიტისგან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 9 ქულით ოცდამეერთე ადგილზეა და 7 ოქტომბერს სტუმრად „კარდიფ სიტის“ შეხვდება.
სანდერლენდი. „სტადიუმ ოფ ლაიტი“
სანდერლენდი - უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 ჰაგინსი (43), 2:0 ბა (62)
გაძევება: ენდრიუსი (87, უოტფორდი)