ხვიჩამ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და "ნაპოლიმ" სტუმრად "ვერონას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ვერონა“ 3:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ორი გოლი გაიტანა.

მატჩი მოულოდნელად მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე მერეტს ორჯერ მოუწია ბურთის მოგერიება, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, რომელთა რიგებში ტრავმირებული ოსიმენი არ იყო - ორჯერ თავისი გუნდი მეკარე მონტიპომ გადაარჩინა, 27-ე წუთზე კი პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა. მორიგი იერიშისას კაიუსტემ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უხეშობასაც არ ერიდებოდნენ, მსაჯმა ფარაონი“დაინდო“, მარიანის კი ყვითელი ბარათი უჩვენა. 43-ე წუთზე კი ხვიჩა ფარაონის გაექცა და ანგარიში გაზარდა,
ხოლო მის აღნიშვნას შეხლა-შემოხლა და ფარაონის გაფრთხილება მოჰყვა.

შესვენების შემდეგ „კვარამ“ მცველები და მეკარე გააბითურა და დუბლი შეასრულა. ვერონელებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს და შეცვლაზე შესულმა ლაზოვიჩმა ანგარიში შეამცირა. კვარაცხელია 76-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.


„ნაპოლი“ 17 ქულით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში „უნიონთან“ ჩაატარებს.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 პოლიტანო (27), 0:2 კვარაცხელია (43), 0:3 კვარაცხელია (54), 1:3 ლაზოვიჩი (60)

მკითხველის კომენტარები / 57 /
არ წამიკითხია კომენტარები. მოკლედ გილოცავთ ყველას და პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას :) ძალიან გამიხარდა რომ ორი გაიტანა. უბრალოდ კვარა მინდა რჩევა მოგცე რა , გულწრფელად და ყველანაირი რაღაც ჩასაფრების გარეშე, მოდი ხალხის ლაიქებმა გადაწყვიტოს რამდენი კაცი მეთანხმება - არ მგონია ლამაზი, რაღაც ცოტა მეჩვენება რომ აგრესიამ მოიმატა შენში და ეს აღნიშვნაც, შეიძლება ლამაზია და რამე, მარა ოდნავ აგრესიული გამომეტყველებით აკეთებ თითქოს, რაღაც იქცევი კიდეც ცოტა გამომწვევად ამ ბოლო დროს, სულ ოდნავ და მგონია, რომ არ არის საჭირო. ყველას უყვარხარ , მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარსაც, ფეხბურთელებსაც, სწორედ შენი თავმდაბლობის და ღიმილის და უშUალობის გამოდა დღეს რომ ვერონაში გისტვინეს ეს მგონია გოლების ბრალია არაა იმდენად, რამდენადაც გულგატეხილობის უფრო, რომ მაგათ ესროლე ეს ისრები თითქოს, მერე იმ კაპიტნის რეაქციაც არ იყო შემთხვევითი, არ უნდა იყოს რამე დამამცირებელი მეგობარო შენ აღნიშვნაში , ან მინიმუმ ოდნავ ღიმილით მაინც გააკეთე, რაღაც უხეში მოძრაობები და ყვირილი არ გიხდება ასე მგონია. მიიღე ეს როგორც ჩემი საყვარელი ფეხბურთელის მიმართ სურვილი და მეტი არაფერი. წინ და წარმატებები ჩემო ხვიჩა
საქმეც მაგაშია
22 ოქტომბერი 2023 02:40
8
ჰაჰა შემოვედი, მეთქი დუბლი მაინც გაუხარდებათთქო და ტრადიციულად აუყროლებიათ საიტი.
ახლა იმას ვერ იძახიან, გოლები ვერ გააქვსო და აღნიშვნის დაწუნებაზე გადასულან. საწყლები.
როგორც უნდა ისე აღნიშნავს და სადაც უნდა.
დაოკდით
:)
21 ოქტომბერი 2023 19:36
10
ეგ ხალხი მაგაში თანხას იღებს. უეჭველი ვიცი. ასე ვთქვათ ეგ მაგათი სამსახურია. ხვიჩას მაინც ვერაფერს დაუშავებენ მაგით და წერონ და იკითხონ რა პრობლემაა
სიმართლე
21 ოქტომბერი 2023 19:44
5
უეჭველი თუ იცი თქვი მერე...
gogi
21 ოქტომბერი 2023 20:33
1
როგორ გამეხარდა, შენ გენაცვალე. ნაკლებად ეგოისტი გუნდელები რომ ჰყავდეს მინიმუმ ჰეთრიკს შეაგდებდა .
გიგა
21 ოქტომბერი 2023 19:18
2
რომ არა ზოგიერთი თანაგუნდელების ეგოიზმი ჰეკტრიკსაც შეასრულებდა, შეიძლება პოკერსაც. დღეს კარგი იყო ხვიჩა. ასე გააგრძელე
დავით 67
21 ოქტომბერი 2023 19:06
3
ვინც ბოღმიანი ხელმოცარულობის გამო სხვა ვერაფერზე წამოეკიდეთ, ახლა აღნიშვნას და ფურთხებას გამოეკიდეთ. რა საცოდაობაა. ))))) 1. როგორც უნდა, ისე აღნიშნოს. მთავარია, რომ კარგად ითამაშოს, თვითონაც გაიხაროს და ჩვენც გაგვახაროს. 2. ფურთხებას რაც შეეხება, სულ მცირე ცხოვრებაში შეუჩერებლად სამი კილომეტრი თუ გირბენიათ? რასაც ჰქვია, სირბილით და არა სეირნობით. ლამისაა კუჭის წვენი პირის ღრუში ამოვიდეს. ჰოდა აი, ამიტომ იფურთხება (ახლა შეამჩნიეთ, არა?), თორემ კი არ უხარია. მაგრამ როცა მოსიარულე ბოღმა ხარ, ყოველთვის ეცდები, რომ ვინმეზე გადმოანთხიო!
მამუკა
21 ოქტომბერი 2023 20:32
6
ფაქტი სახეზეა, ოსიმენის ყოფნაში მასზეა მიმართული გუნდი, ჩაკომპლექსებულიები არიან ფეხბურთელები და ხელებგაშლილ ვიქტორაზე მიდის ლამის ყველა დამასრულებელი პასი, არა და შედეგები აქაა დღევანდელ თამაშში. ბრავო ხვიჩა ესეც გამოსამუშავებელი იყო შეიძლება თამაში ისე არ მიგდიოდეს მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდე და იქ შეასრულო პრაგმატულად ყოველგვარი ზედმეტი ბურთის თრევის თუ ჯიუტად დრიბლინგზე წასვლა რომელიც პოტენციურად შეიძლება ორი სამჯერ არ გამოგივიდეს და ამან გამწარებულზე რითმიდან ამოგაგდოს. პირველ ტაიმში ცოტა "სვინიობდენ" რასპადორი პოლიტანოს დუეტი კვარაზე მაგრამ საბოლოოდ პოლიტანოს მადლობა ეკუთვნის დაინახა ორჯერ კვარა კონტრაზე გახსნილი და ეგრევე უპადაჩა. ერთმნიშვნელოვნად ხვიჩა და პოლიტანო დღეს მატჩის mvp-ები არიან. მგონი უკეთესიცაა ოსიმენი გაიყიდოს ამ ზამთარშივე მისი დაუკმაყოფილებელი ეგოს გამო გუნდი "იჭედება" აგერ დღეს ნაპოლი კი შეცდომებით მაგრამ გამოვიდა ლაღად ორგანიზებულად შეტევაში "ოსიმენის ფობიის" გარეშე და კი მიართვეს სამი გოლი რომეო და ჯულიეტას ქალაქის კლუბს. ასე განაგრძე ხვიჩა და სტატები და აღიარება წინა წელზე უკეთესი გექნება ამ სეზონში.
Charley
21 ოქტომბერი 2023 19:47
5
ასეთი აღნიშვნა შედეგის მიღწევის დროს, სტეფ კარიმ იცის, როდესაც სამქულიან “ბომბას” ჩაუგდებს-ხოლმე მეტოქეს კალათში. როგორც სტეფი ისე ხვიჩა, გენიალური სპორტსმენები არიან.
TanoLife
21 ოქტომბერი 2023 21:00
3
ესე რაა! ესე!!! თვალი არ გეცეს ბიჭო!მიორქ
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
21 ოქტომბერი 2023 19:03
4
ოსიმენის გარეშე აშკარად უფრო მრავალფეროვანი იყო ნაპოლი, თავისუფლად მოძრაობდნენ ფეხბურთელები. იგივე ითქმის ანგისაზეც - არავინ ათრევდა ბურთს და ჭიმავდა თამაშს.
თუმცა ვერონა არ არის ის გუნდი შორსმიმავალი დასკვნები რომ გაკეთდეს ვნახოთ შემდეგი თამაშები.
gogi
21 ოქტომბერი 2023 20:38
2
გოლის აღნიშვნას რომ უწუნებთ ეგ რა ჯიშის ხალხი ხართ 30 წლის ვარ და დღემდე ვერ გამიგია.. თქვენი მოსაწონი ცხოვრებით მხოლოდ თქვენ იცხოვრეთ დალშე თქვენნაირების საქმე არ არის ევროპის ერთ ერთი მთავარი ვარსკვლავი გოლს როგორ აღნიშნავს ეგ თქვენნაირი გამოქვაბულის ვაჟკაცების საქმე არ არის.. აბა ხორუმი იცეკვოს? მარა მერე მაგაზეც იტყვით იტალიის სტადიონებზე რატომ იცეკვა ქართული ცეკვა ქართველობას გვართმევს იტალია და ეს ბიჭიც ეხმარებაო. მოკლედ იესო რომ მეორედ მოვიდეს მაგაზეც გექნებათ უარყოფითი რეაქციები თქვენიოსაწონი ბოლო ბოლო რა არის ჩამოგვიწერეთ მთელ ერს რომ ვიცოდეთ და აღარ გაგაბრაზოთ
ნამდვილო ქართველებო
21 ოქტომბერი 2023 21:20
11
ქართველო- რატომ არ გინდა გაიგო, საქართველოს სახელმწიფოს- ქართველი ერის მოძულეებს სპეც-პროპაგანდისტების ჯგუფები ყავთ არა მარტო საქართველოში-კგბ-ფსბ-ს ორგანიზება-კონტროლით (ერთ-ერთი ცენტრი ვლადიკავკაზში-,,ჩრდილო ოსეთში,,). მიზანმიმართული, დაუსრულებელი და დაუცხრომელი დემაგოგია,სიძულვილი, ზიზღი, პროპაგსნდისათვის- ყველა სფერო- ყველა მიმართულებით (პოლიტიკა, სპორტში, ხელოვების...მიმართულებით-მუდმივ საპირისპირო ,,აზრის,, ,,დამკვისრებისათვის,,),უმეტესად ეთნიკურად არა ქართველები-ქართვული ენა რომ იციან, ნიკებათ-ქართულ სახელებს იღებენ ძირითადი მიზანით-ერის დეზოროენტიტება, დეზორგანიზება-იდეურ-მენტალური გახლეჩა-მუდმივი დაპირისპირება,მით მენტალური დასუსტებისათვის,რომ მათ ძალებმა როგორმე ხელისუფლება შეინარვუნონ- საქართველოს სახელმწიფო დაასუსტონ- რუსული ინტერესებებისათვის,თან ამავე დროს ერი,სახელმწიფო ძარცვონ და-პ ა ს უ ხ ი არაფერზე აგონ(!)...
გლახუნა
22 ოქტომბერი 2023 00:21
14
ერთ-ერთი მათგანი შენ ხარ
გლახუნა - ს
22 ოქტომბერი 2023 06:08
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული