ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"შახტარი უკვე ბარსელონაშია - ათამაშებენ აზაროვს და გოჩოლეიშვილს?

AutoSharing Option
25 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "შახტარი" სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება. დონეცკური გუნდი და მისი ქართველი ლეგიონერები ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი დღეს ჩავიდნენ დანიშნულების ადგილზე.

21 ოქტომბერს "შახტარმა" უკრაინის პრემიერლიგის მეთერთმეტე ტურში ლვოვში 3:0 სძლია "ჩერკასის", საიდანაც პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში ავტობუსით გაემგზავრა, იქიდან კი კატალონიაში გადაფრინდა. "მეშახტეებმა" ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Hotel SOFIA Barcelona-ში დაიდო ბინა, რომელიც "კამპ ნოუსთან" ახლოს მდებარეობს, თუმცა, როგორც იცით, ეს არენა რეკონსტრუქციის პროცესშია და "ბარსა" საშინაო მატჩებს 55 926-იან "ოლიმპიკ ლიუის კომპანისზე" ატარებს.

H ჯგუფში
6 ქულით ლიდერი "ბარსელონაა", "შახტარი" კი 3 ქულით მესამე ადგილზეა.

შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება და საინტერესოა, მიეცემათ თუ არა თავის გამოჩენის საშუალება აზაროვსა და გოჩოლეიშვილს.