ფეხბურთელს თავის ამჟამინდელ კლუბ "ბეტისთან" კონტრაქტი ეწურება და "ნოუ კამპზეც" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.
როდრიგესი არგენტინის ნაკრების წევრია და 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც ირგუნა. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა "ბარსელონა" 6-იანის პოზიციაზე გაძლიერებას ეცდება და იოზუა კიმიხის ან მარტინ სუბიმენდის დამატებას შეეცდება.