კვარაცხელიამ დღეს "ნაპოლის" "მილანთან" უნდა ულიდეროს - ოსიმენის გარეშე და მონატრებული საშინაო გამარჯვებით...

AutoSharing Option
ევროპული უქმეების ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა "დიეგო მარადონაზე" შედგება, სადაც იტალიის მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" წინა წლის გამარჯვებულ "მილანს" უმასპინძლებს - დღეს, 29 ოქტომბერს, ევროპაში გადაწეული დროის პირობებში - 23:45 საათზე. უკანასკნელი ორი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები, ლეაო და კვარაცხელია ერთმანეთის პირისპირ!..

გასული სეზონი ნეაპოლელებისთვის შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მილანელებთან ისინი ჩემპიონატშიც დაიჩაგრნენ და ჩემპიონთა ლიგაზეც - პიოლის კონტრშეტევებზე აგებულ ტაქტიკასა და ლეაოს სპალეტიმ ვერაფერი დაუპირისპირა. მეოთხედფინალური დრამა
ისევ გვახსოვს, ხვიჩა კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი და დიდი ემოციები. ქართველი გარემარბი, რომელიც ახლა კარგ ფორმაშია, ერთგვარი
რევანშით იქნება შეპყრობილი. "მილანთან" მისი მონაგარი ერთი მოპოვებული პენალტია, როცა ჯერ კალაბრია აიკლო, შესვენების შემდეგ მწვრთნელს მოედნიდან გააყვანინა და ამას დესტის დაჩაგვრაც მოჰყვა. ვიქტორ ოსიმენი კვლავ ტრავმირებულია (ნიგერიაში იმყოფება), ეს კი "კვარას" კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.

Sportall.Ge

სერია "ა"-ს მიმდინარე სეზონში "მილანი" სტუმრად უკეთ თამაშობს, "ნაპოლის" საკუთარ არენაზე უკვე 2 მარცხი აქვს, 2018 წლის შემდეგ კი შინაურ კედლებში მილანელებისთვის არ უჯობნია. ჩემპიონთა ლიგაზე "კვარა" და მისი თანაგუნდელები უახლოეს მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებიან. თუკი რუდი გარსიას გუნდი გამარჯვებას მოახერხებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრანგი სპეციალისტის გზა უკვე წარმატებულად ჩაითვლება და ის ნეაპოლში მუშაობას განაგრძობს. სატურნირო ცხრილში ისეთი ვითარებაა, ჯერ დაკარგული არაფერია, ჩემპიონობაც კი!..

თუკი მასპინძლებს ანგისა მოუმჯობინდათ, სტუმრებს ტიაუ, ბენასერი, ჩუკვუეზე და ლოფტუს-ჩიკი აკლიათ. "მარადონაზე" გასამართ შეხვედრას დღეისთვის ყველაზე სახელოვანი იტალიელი არბიტრი, დანიელე ორსატო განსჯის.

alt"გალიაში უნდა ჩავკეტოთ, ისე, როგორც შარშან" - კრუდელიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

alt"ერთი მშიშარაა, მეორე კი პროფესიონალი" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარა" და ლეაო შეადარა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფრე
0-0
სააკაძე
18:52 29-10-2023
6
ფეხბურთზე და საერთოდ დიდ სპორტზე ,ქართულ საიტებზე ანაზღაურებად სტატიებს უნდა აქვეყნებდენ არა ვიღაცის მიერ მოყვანილი, ვითომ რეპორტიორები,რომელთაც არც ფეხბურთი გაეგებათ რა და,.....,არამედ მცოდნე საქმის ,ქართველები,მინიმუმ ძოძუაშვილის,არველაძის,ჩივაძის ,გუცაევის.....დონის ექსპერტები და ეგებ გვეშველოს... მატჩების კომენტირებაც დაევალოთ ფეხბურთის მცოდნეებს,ვეტერანებს,დიდ სპორტში ნამყოფებს,ან მოქმედ სპორტსმენებს,ორ კაპიკსაც იშოვიან და ხალხიც,ქრთველი მსმენელი კმაყოფილი იქნება,და ხარისხი ტრანცლაციებისა ქართული ვაი მასმედიებისა მკვეთრად გასაუმჯობესელია,ევროპაშიც ცხოვრობენ ქსრთული გუნდ
ების გულით შემატკივრები.....
M.Z.
16:36 29-10-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული