არ გაუმართლა - შეცვლაზე შესულ გუგეშაშვილს "ბაიერის" თავდამსხმელმა პენალტი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ყარაბაღი“ სახლში „ბაიერთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი 85-ე წუთზე ტრავმირებული ანდრეი ლუნევის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო. კომპენსირებულ დროში მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელს, მედვედევს, ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტით გამარჯვების გოლი ბონიფასემ გაიტანა.

„ყარაბაღი“ H ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ტურნირზე 1-ელ დეკემბერს ნორვეგიაში „მოლდესთან“ ჩაატარებს.

ბაქო. „ტოფიკ ბახრამოვი“

ყარაბაღი - ბაიერი 0:1
გოლი: ბონიფასე (90+4, პენ)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყვითელი ბარათი რატომ მიიღო, ვერ გავიგე.
კირკიტა
17:18 10-11-2023
0
ლევერკუზენმა ბოლო 2 თვე მგონი ყველა თამაში მოიგო,თან სულ 2-3 გოლის სხვაობით იგებენ.
Levani
03:26 10-11-2023
0

სიახლეები პოპულარული