როგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება - "რატომ მაინცდამაინც მე?!"

AutoSharing Option
"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი" - ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო.

ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი
არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...

რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა, ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე, ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.

ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.

არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...

მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...

Sportall.Ge

უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უმარავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

მკითხველის კომენტარები / 70 /
რაში გვაინტერესებს იტალიელების აზრი, როცა ასე მსჯელობა შეგვიძლია!
ზვიადი
10 დეკემბერი 2023 10:47
2
ყველამ, დროებით მაინც თუ დავანებებთ თავს ხვიჩას, დარწმუნებული ვარ განთავისუფლდება წნეხისგან! უარყოფით შენიშვნებს და შეურაცყოფებსაც თუ დავანებებთ თავს, მთლად უკეთესი იქნება! ხვიჩას, ჩვენ ხალხი ვსტრესავთ და მიზეზებს სხვაგან ნუ ვეძებთ.
გია
11 დეკემბერი 2023 11:15
4
კარიერა უკვე ჩააბარა შეყვარებული თუ ვინც არის..გახდა ერთი უბრალო რიგითი ფეხბურთელი
Asea
10 დეკემბერი 2023 21:07
27
ძნელია ორ ფრონტზე ბრძოლა და ენერგიის ხარჯვა , იჩქარა ერთი -ორი წელი კიდე ოჯახი არ უნდა შეექმნა, სიმართლე ეგაა ტყვილა ველოდებით ძველებურად ათამაშებულ კვარას , ერთი ორი თამაში შეიძლება გაიბრწყინოს აი მთელი სეზონი გამორიცხულია...
დავითი
10 დეკემბერი 2023 20:55
20
რა ხდება მაინც ხვიჩას თავს?
რა დრამა ტრაგედიებია ყოველი წაგების მერე?
გავიხსენებ ცნობილ ფრაზას:
"არა რაა, ესაა ავადმყოფი ერი!"
შაბათკვირას ვინც ფეხბურთებს უყურეთ რეალის და ბეტისის გამაზული მომენტები არ გინახავთ? ან ბარსაც რაც ქნა ჟირონასთან?
პრემიერ ლიგას საერთოდ არ უყურებთ?
ტიპები ფეხბურთის აზრზე არ არიან და ჩრ კორეელი ხალხივით, რასაც დაანახებენ იმას მიაწვებიან ცხვრებივით.
მარტო კვარას აცილებულ მომენტს აყურებინებენ ტიპებს სამი დღეა და აღმუვლებენ აქ.
კვარას რომ არ აეცლებინა საწერი მასალაც არ გექნებოდათ.
ღარიბ და გაპარტახებულ ერს სანახაობა მიეცა და პური არა.
სანახაობის მონაწილეს ჭამს სამაგიეროდ.

Spain
11 დეკემბერი 2023 12:46
5
ალბათ უყურებენ,მაგრამ ისინი ქართველები არ არიან,რომ მათი სიბინძურე წაიკითხონ.ვისაც წაკითხვა შეუძლია,იმას აგინებენ და ჰგონიათ,მისი დამცირებით,ჩვენ უფრო დიდები გამოვჩნდებითო.
სოსო
11 დეკემბერი 2023 18:26
1
თუ გინდა რომ მიაღწიო უმაღლეს დონეს ამისთვის საჭიროა ნებისყოფა, 15 წლის მანძილზე უნდა ცხოვრობდე სპარტანულად, უნდა იძინებდე და იღვიძებდე ერთი და იმავე დროს, უნდა იკვებებოდე დიეტოლოგების მიერ შედგენილი საკვებით, უნდა ვარჯიშობდე დამატებით პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ და რაც მთავარია ეს ყველაფერი გონებრივად უნდა გქონდეს გააზრებული და ამ ყველაფრისგან უნდა ღებულობდე სიამოვნებას.
მამუკა
10 დეკემბერი 2023 17:48
3
კიდე კაი კვარა არ ვარ თორე ნაპოლის საერთოდ რა დღეში ჩავაგდებდი ნახავდით.დანარჩენები რას აკეთებენ და რატო იღებენ კვარაზე მაღალ ხელფასს თუ გუნდის წაგება მოგება მარტო კვარაზე ყოფილა დამოკიდებული. იდგნენ ეხლა და იმარჩიელონ რა ჭირს კვარას ვითომ ძაან ძნელი მისახვედრია რო უკმაყოფილოა.როცა მიხვდებიან და კონტრაქტს შეუცვლიან მაშინ ვილაპარაკოთ. მანამდე კი ნაპოლის წაგებებს ვუსურვებ.
მორიელი
12 დეკემბერი 2023 00:54
2
ნუ შეჭამეთ ეს ბიჭი! ფეხბურთს, ნაპოლის თამაშების გარდა ეტყობა არ უყურებს ეს ხალხი! ვის, რომელ მაგარ ფეხბურთელს არ ჰქონია ეგეთი ე.წ.'პალასა' ბურთი რომ კარში არანაირად არ მიდის? იუვენტუსთან თამაშშიც , საერთოდ რომ არ ყოფილიყო ის მომენტი, დანარჩენი 90 წუთის მანძილზე ეგ და ოსიმენი ყველას ჯობდნენ - დანარჩენებმა საშინლად ითამაშეს, შენელებულ კადრებს ვუყურებდით თუთქოს. რა ავადმყოფობაა ასეთი ჯერ მარადონას შეადარო ახალგაზრდა ფეხბურთელი, მართალია უნიჭიერესი მაგრამ რომელსაც ჯერ უამრავი აქვს სასწავლი და დასახვეწი და მერე ცოცხლად შეჭამო, როგორ გაბედა და რატომ გაუჭირდა მეორე წელიო, რომელიც ზოგადად ყველას უჭირს, რატომ არ არის ისეთი, როგორიც მაშინ იყოო, როცა არავინ იცნობდა და შეუდარებლად მეტი თავისუფლება ქონდა, და საერთოდ ჩემს მოლოდინებს რატომ არ ამართლებო?
ხოდა ხვიჩა, თუ გინდა ყველაფერი კარგად იყოს, უპირველეს ყოვლისა დაწყნარდი, არ მიაქციო ყურადღება მაყურებლებს და ჟურნალისტებს, მხოლოდ საკუთარ განვითარებაზე იფიქრე და ივარჯიშე, შენი სისუსტეების გამოსწორებაზე იმუშავე. დანარჩენი კი.. წერონ და იკითხონ.
არტ
11 დეკემბერი 2023 22:08
2
მე მაინც ქართული ხასიათის ბრალი მგონია და არა ადრეულ ასაკში მეუღლის მოყვანის. ეგრე ბექჰემმა ადრე მოიყვანა ვიქტორია და მშვენიერი ფეხბურთი ითამაშა. ძალიან არ მინდა რომ იგივე დაემართოს ხვიჩას რაც ადრე ბევრ მაგარ ქართველ ფეხბურთელს.
Mirza
10 დეკემბერი 2023 23:54
9
კვარას პოზიციას არ უცვლიან მეორე ფორვარდათ ან ინსაიდერ ვინგერად მაინც უნდა გადაეწყოთ მწვრთნელებს მაგრამ არცერთმა ეს არ ქნა წინა სეზონიდან გაჰაიპებულ კვარას კი წელს სამმაგი ზღუდეებით იცავენ კატენაჩოს მექაში სერია ა-ს მეტოქე მცველები და ამ ზღუდეებს ვეღარ ლახავს იმ პირობებში როცა ამ სეზონში ხვიჩა დამძიმებული ჩანს და სისწრაფეში დრიბლინგს ფაქტიურად ვეღარ ანხორციელებს. კვარას სამუშაო ბევრი აქვს ისევ იმ საფინიშო დარტყმაზე მაგრამ გუნდი თუ არ გადააწყო მაძარიმ 3-5-2 სქემაზე კვარას ისევ ისე მოუწევს დაცვაში ზედმეტი სირბილი რა დროსაც აქ გამოცლილი ენერგია შეტევაში დააკლდება ეს კი განახევრებულ ხვიჩას ნიშნავს მეტოქე მცველებისთვის ამას ვერ ხვდებიან ეს მწვრთნელები დავიჯერო? ამიტომ ზემოდხსენებული ტაქტიკური ვარიაცია მისწრებაა ხვიჩასთვის რომელიც უკვე ზედ საჯარიმო ხაზთან დაემუქრება მეტოქის კარის ბადეს და არ დასჭირდება 50 მეტრიანი სპრინტების კეთება რაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ჩვენებურს ეფექტურად ვეღარ გამოდის. ამ პოზიციებიდან კი კარში დარტყმის რაოდენობას მინიმუმ გააორმაგებს და სტატისტიკას გაცილებით უფრო მეტს დააგროვებს და გუნდიც იხერებს მაგრამეს ბოლო 2 მწვრთნელი ჯიუტად არ აძლევენ ხვიჩას ამოსუნთქვის საშუალებას. ფაქტია ჩაიკარგა ამ 4-3-3 ტაქტიკაში როცა შენი თანაგუნდელი ერთ მეურვესაც ვერ გაცილებს იმ აუტის ხაზიდან, რაც სივრცეს მოგცემს იერიშის წამოსაწყებად მაგრამ ლუზერები რომ გყავს ირგვლივ იმათგან რას უნდა ელოდე. 4-3-3 ტაქტიკა არი ტოპ გუნდების სქემა რომლებსაც 4-5 ვარსკვლავი ყავს გუნდში და იქ ვინმემ მეტოქეს სამი კაცი რომ მიუჩინოს მარჯვენა ფლანგიდან და ცენტრიდან გაარღვევენ მარა ნაპოლიში ვინ არის სივრცის ამთვისებელი და დამსჯელი პოლიტანო ზელენსკი რასპადორი თუ ელმასი რომლებიც ღრმა სათადარიგო იქნებოდენ ნებისმიერ თანამედროვე გრანდში.
Charley
10 დეკემბერი 2023 18:13
2

სიახლეები პოპულარული