ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ბრაგასთან" მატჩში?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ნაპოლიმ" "ბრაგას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 6.6 ქულით შეაფასა, Whoscored-მა 7.4 ქულა დაუწერა, Flashscore-მა კი - 7.4

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" C ჯგუფში 10 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა 18 დეკემბერს გაიმართება.

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]