"ნაპოლის" საიტის ცნობით, გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა, ჯაკომო რასპადორიმ და პიოტრ ზელინსკიმ კი - სატრენაჟორო დარბაზში.
კვარაცხელიამ მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობის გამო 6 მაისს "უდინეზესთან" თამაში ვერ შეძლო, მაგრამ დიდი ალბათობით, თავის გუნდს 11 მაისს "ბოლონიასთან" საშინაო მატჩში დაეხმარება.
ხვიჩამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.