"მისი ფასი დაეცა, მუდამ ერთსა და იმავეს აკეთებს ... მწვრთნელმა აუცილებლად უნდა უთხრას, რომ..." - Football Italia-მ ხვიჩა გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Football Italia-მ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხვიჩას უდიდესი ნიჭი აქვს, თუმცა მის სათამაშო სტილში რაღაც უნდა შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველის თამაში პროგნოზირებადი გახდება.

"ქართველის სატრანსფერო ფასი დაეცა, რადგან მისი თამაში მოწინააღდეგე გუნდის მცველებმა შეისწავლეს. "კვარა" ძირითადად ფლანგიდან ცენტრისკენ იწევს, შემდეგ კი მარჯვენა ფეხით ურტყამს. გამაოგნებელია, რატომ არ ესაუბრება მწვრთნელი და არ უხსნის, რომ მას თამაში მარცხენა ფეხითაც არანაკლებ კარგად შეუძლია. მას ხომ იშვიათი ნიჭი აქვს? ხვიჩას შეუძლია, რომ შეუჩერებელი იყოს. მაგრამ მუ
დამ ერთსა და იმავეს აკეთებს", - წერს Football Italia.

შეგახსენებთ, "კვარამ" მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altწლის ამბავი - ხვიჩა და საქართველო სხვა მასშტაბზე, წარსულის შესრუტვა, ოჯახის როლი და "ოქროს ბურთი", როგორც მიზანი...

altკვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო დრიბლიორია

alt"ნაპოლიმ" რომ შარშან სკუდეტო მოიგო, ეს ოსიმენის დამსახურებაა" - ნიგერიელის აგენტი

მკითხველის კომენტარები / 27 /
შესაძლოა გამიზნულად მოქმედებს დაუფასებლობის გამო, კერძოდ, დე ლაურენტისი ტრანსფერთან დაკავშირებით მასთან შეთანხმებას ვერ აღწევს!
ლაშა
10:20 28-12-2023
4
წინა სეზონზე მაგარი ტალღა აწიეს იტალიელებმა და კლუბისთვის ჯობდა გაეყიდათ ზაფხულში. ახლა ეგ ტლღა უკან მიდის.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული