ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შოთა არველაძის გუნდმა ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მე-19 ტურში შოთა არველაძის "ფატიჰ კარაგუმრუკმა" საკუთარ მოედანზე "კაისერისპორი" 4:1 დაამარცხა.

ჰეთ-თრიკი 32 წლის შვედმა ნახევარმცველმა მარკუს როდენმა შეასრულა, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე 17 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი. ის გასულ სეზონში „ფროზინონეს“ ღირსებას იცავდა. მეოთხე გოლი „ვერონას“ ექსთავდამსხმელის, კევინ ლაზანიას ანგარიშზეა.

"ფატიჰ კარაგუმრუკმა" ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 20 ქულით მე-15 ადგილზეა და 13 იანვარს სტამბოლში "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდება.

სტამბოლი. "ნედჯმი კადიოღლუ"
კარაგუმრუკი - კაისერისპორი 4:1
გოლები: 1:0 როდენი (23), 2:0 როდენი (38), 3:0 როდენი (41),
3:1 ბოა მორტე (45+2), 4:1 ლაზანია (52)

ასევე დაგაინტერესებთ