კვარაცხელიას კარგი მეორე ტაიმი - "ნაპოლიმ" სახლში აუტსაიდერს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „სალერნიტანა“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, მოედანზე საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, სტუმრები კი შორიდან დარტყმული ბურთით კანდრევამ დააწინაურა. კომპენსირებულ დროში სიმეონეს მოპოვებული პენალტიდან ანგარიში პოლიტანომ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან ააცილა ბურთი კარს. მწვრთნელმა მაცარიმ გაეტანო რასპადორით, ხოლო პოლიტანო ძერბინით შეცვალა. ხვიჩას დარტყმულ ბურთს მეკარე ოჩოა დაეუფლა. ცოტა ხანში ქართველი შესანიშნავი დრიბლინგით მცველებს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მცველისგან
კუთხურზე გავიდა. მერე ისევ შეიჭრა "კვარა" საჯარიმოში და გატანა ოჩოამ არ დაანება. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლოს რაჰმანიმ სალერნოელთა კარი დალაშქრა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო და ჩემპიონატზე შემდეგ შეხვედრას "ლაციოსთან" გამოტოვებს.

„ნაპოლი“ 31 ქულით მეექვსე ადგილზეა და შემდეგ მატჩს იტალიის სუპერთასზე საუდის არაბეთში 18 იანვარს „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - სალერნიტანა 2:1
გოლები: 0:1 კანდრევა (29), 1:1 პოლიტანო (49, პენ), 2:1 რაჰმანი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 50 /
კვარაცხელიას სტატიის ქვეშ ჩასაფრებული, ბოღმიანი ადამიანები იკრიბებიან და თავიანთ, წარუმატებელ ცხოვრებაზე ბოღმას კვარაზე ანთხებენ,სხვა ქართველ ფეხბურთელებს რატომ არ აკრიტიკებთ??ყველა მაგრად თამაშობს თავის კლუბებში??ისინი არ არინ გასაკრიტიკებელი??რატომ ჩააცივდით კვარაცხელიას??
სანდრო
14 იანვარი 2024 21:39
4
"ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი"!!!!არც ერთ ქართველ სპორტსმენს არ ყავს იმდენი ჰეითერი,ბოღმიანი ჩასაფებული რამდენიც შენ კვარა,ეგ იმიტომ,რომ საუკეთესო ხარ,რამდენი ქართველი სპორტსმენის შესახებ იწერება ამ საიტზე,მაგრამ იმდენი გამოხმაურება და კომენტარი არც ერთის სტატიას არ აქვს რამდენიც შენსას!!!დღეს ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ვნახოთ აბა ვინ რას იზამს და რამდენი გამოხმაურება ექნებათ მათ თამაშს!!
ვახო
14 იანვარი 2024 16:29
5
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე,ხვიჩამ მეორე ფლანგიდან,დიაგონალური პასი მიიღო,თავისუფალ პოზიციაში,მიუახლოვდა მცველს და გამოზომილი პასი გადააწოდა,პოლიტანოს,საპირისპირო ფლანგზე.მანაც თავით ბურთი დაუგდო სიმეონეს და მასთან ბრძოლაში,მცველმა პენალტი აიკიდა.მთელ ტაიმში ერთადერთი ასეთი პასი გაკეთდა და შედეგიანადაც დასრულდა.შარშან ნაპოლის თამაში,სწორედ ეს იყო,ფლანგიდან ფლანგზე ბურთის სწრაფი გადატანა და თავისუფალი პოზიციიდან,თამაშის გამწვავება.მცველები სივრცეების ჩაკეტვას ვეღარ ასწრებდნენ და უამრავი გოლი გაჰქონდა ნაპოლის.მაშინ,მარიო რუისაც ბევრი აგინებდა,ხვიჩას არ აძლევსო პაასს.არა და ან თვითონ გადიოდა თავისუფალ სივრცეში,ან კიდევ საპირისპირო ფლანგზე გადაჰქონდა ბურთი და ახლა იქიდან მწვავდებოდა თამაში.გუშინ,მაგ პასმა და მიღებულმა შედეგმა დაადასტურა,რომ თუ ასე ითამაშებენ,შედეგიანობაც მოიმატებს.დღეს ნაპოლის,სწორედ ბურთის სწრაფი მოძრაობა და ფლანგიდან ფლანგზე სწრაფი გადატანა აკლია.ასეთ პასის დროს,გრძელი პასის ჩაჭრის რისკი,საკმაოდ დიდია და ამ დროს,საპასუხო კონტრშეტევა იწყება,დაცვა კი,უკიდურესად არასაიმედოა.ამიტომაც ვერ რისკავენ ალბათ ამის გაკეთებას,ფეხბურთელები.ისევ კიმ მინ ჯეს გაშვებასთან მივედით და მის ასე ადვილად გაშვებასთან.რა თქმა უნდა ფეხბურთელები უკმაყოფილო არიან,დე ლაურენტისის მათდამი დამოკიდებულებით,მაგრამ ძალიათ არავინ წააგებს თამაშს და ყველას სურს გამარჯვება.კიმი მთელ დაცვას ჰკრავდა და შეტევაშიც ძალიან სახიფათო იყო.სწორედ მისი გაშვებით დაიწყო გუნდის დაშლის პროცესი.თამაში დაიშალა და დაკარგულმა ქულებმა,გუნდის შიგა ატმოსფეროც დაძაბა.შედეგად,კიდევ უფრო აირია გუნდი და უკმაყოფილებაც გაიზარდა.გარსიაც ქმედუუნარო აღმოჩნდა და ვერაფერი აზრიანი ვერ შესთავაზა გუნდს,პრინციპში,არც ბევრის გაკეთება შეეძლო.გუნდს კვალიფიციური ფეხბურთელები არ ჰკმარა,ვინც არიან,მათ წინააღმდეგ კი,თითქოს შეგნებულად,თვითონ დე ლაურენტისი მოქმედებს.ვერ უშველის ყაზარმული რეჟიმი,ნაპოლის.ალბათ მცდელობაა,რომ გუნდი როგორმე კვლავ გააერთიანონ,მაგრამ დიდხანს ვერც ეს გაჰყვებათ.ნდობა აღარ არის,პრეზიდენტისადმი.სწორედ ნდობას შეუძლია,სასწაულის მოხდენა,მისი დაკარგვა კი,ყველაფერს აუფერულებს.
სოსო
14 იანვარი 2024 13:35
2
ასეთ არარსებულ პენალტს რომ დაგიდებენ თანაც ყველაზე სუსტ გუნდთან სამარცხვინოა.ხოლო კვარა "9" თვეა კარებში წესიერად არ დაურტყავს.
მხოლოდ ფაქტები
14 იანვარი 2024 13:22
7
მხოლოდ ფაქტებიო,სახელად ირქმევთ და გამეორებას თუ უყურეთ,მაინც ამტკიცებთ,პენალტი არ იყოვო?!ამ სეზონში,კვარას უკვე 5 გოლი აქვს და წესიერად არ დაურტყამს,ისე გადის ეგ გოლები?!ფაქტების გამყალბებელი რომ დაგერქმიათ სახელად,მაშინ არაფერს გიპასუხებდით,მაგრამ ნაცარს რატომ გვაყრით თვალებში?
სოსო
14 იანვარი 2024 15:45
3
ვინც ნაღდი ქართველები ხართ, ყველანი ნიჭიერი ხალხი ხართ. საფეხბურთო ნიჭი, ბრძოლის უნარი, სხეულის კარგი კოორდინაცია, რიტმის გრძნობა, მუსიკალური სმენა გენებში გაქვთ. თქვენგან 10% უაღრესად ნიჭიერი ადამიანია. 1% კი ხვიჩაზე ნაკლები არა ხართ ნიჭით, რომელიც თქვენ ღმერთმა და ბუნებამ გაჩუქათ. რატომ არა ხართ ტოპ გუნდებში? ზოგი ისეთ ოჯახში გაიზარდა,რომ ფეხბურთისთვის არ ეცალა. დანარჩენები კი ზარმაცები ხართ. ხვიჩამ როგორ აჯობა ყველა ქართველ ფეხბურთელს? ბევრს ვარჯიშობდა, ბაზაზე ცხოვრობდა, ღვინოს არ სვამს, სიგარეტი მას არ აინტერესებს, ქალებში არ დადიოდა.
ქ. გ.
14 იანვარი 2024 11:37
3
აბა ის მაყუᲗი რაᲓ უნდა?)
ნიᲭიერს
14 იანვარი 2024 13:18
6
მიშამ დაწერა კომენტარი თუ შენ უკეთესად არ თამაშობ ფეხბურთს, ხვიჩა და საერთოდ რომელიმე პროფესიონალი ფეხბურთელი როგორ უნდა გააკრიტიკოო. რავიცი აბა, ამ ვიტყოდი და სიჩერჩეტეზე რა უნდა დავწერო? ფეხბურთელი ცუდად თამაშობს თუ კარგად თუ ამ სპორტით გატაცებული ხარ და ხშირად უყურებ ჩვეულებრივად მიხვდები და არ არის აქ საჭირო თავად იყო ფეხბურთელი. ყველგან ასე ხდება როცა აკრიტიკებენ
რომელიმე გუნდს და შესაბამისად მასში მოთამაშე ფეხბურთელებს, არა მარტო ჩვეულებრიცი ადამიანები, არამედ თვით ყველაზე ცნობილი ჟურნალისტები, ასე რომ ამ პოზიარობას მოეშვით და "ხვიჩა როგორ უნდა გააკრიტიკოთ თქვე ბოღმიანო ჩასაფრებულობო"-ს ძახილი შეწყვიტეთ. თუ ვერ თამაშობს კარგად უნდა ითქვას კიდეც, აბა როგორ გინდათ? ეს არის სპორტი, სადაც კარგ თუ ცუდ თამაშზე ორივეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. არა, სანაიასავით არ უნდა იყო, მაგრამ ხო.
აკაკი
14 იანვარი 2024 11:27
5
და კრიტიკას რაც შეეხება. სადმე მეწერა კომენტარში, რომ არ უნდა გააკრიტიკოთ?
გადახედეთ კიდევ.
ჭკუას როცა ასწავლიან ადამიანს,
ხომ მასზე ჭკვიანი უნდა გამოდიოდეს ჭკუის დამრიგებლის როლში?
ყველა ხვიჩაზე მცოდნე როგორაა ფეხბურთში, ვინც აქ ლანძღავს, ან თამაშს უწუნებს.
მეზარება კიდეც მეტი წერა. რაც ადამიანს არ უნდა, იმას ვერ და არ გაიგებს.
,,სიჩერჩეტეზე" არ გამოგყვები.
მიშა
14 იანვარი 2024 16:27
3
როცა ბრჭყალებში სვამთ ფრაზას, იგულისხმება, რომ ზუსტად ციტირებთ სხვის ნათქვამს. არადა, ჩემს კომენტარში არც ეგ სიტყვები არაა და არც ის, თითქოს ვინმეს გაკრიტიკება არ შეიძლება.
ჯერ ერთი, სხვა რომ გააკრიტიკო, მასზე არანაკლებ უნდა ერკვეოდე საკითხში (ყველა როგორ ერკვევა ამ ფეხბურთში, გაოცებას ვარ მართლა :)). და მეორეც, უნდა აკრიტიკო გულშემატკივრის და არა ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან.
ეს იყო ჩემი კომენტარის აზრი. და ,,პოზიორიობა" არაფერს შუაშია. ვწერ იმას, რაც სწორედ მიმაჩნია.
მიშა
14 იანვარი 2024 16:05
4
რატომ ითამაშა ხვიჩამ და მთელმა გუნდმა კარგად? რა შეცვალა აურელიოს მიერ დაწესებულმა "საყაზარმო" რეჟიმმა?
1. ფეხბურთელები საღამოს 10 საათზე იძინებენ.
2. დილით ადრე დგებიან.
3. სწორად იკვებებიან დღის განმავლობაში.
4. მთელი დღე ვარჯიშობენ.
ეს რეჟიმი თუ გაგრძელდება 3-4 კვირა, ნაპოლიც ძლიერი გუნდი გახდება და ხვიჩაც საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს.
ქ. გ.
14 იანვარი 2024 11:07
3
დააბრუნეთ სპალეტი, გარსია, ქეცბაია)))
ვანჩოპე
14 იანვარი 2024 10:51
2
აუტსაიდერ სალერნიტანას ძლივს მოუგეს, პენალტი შემთხვევითი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე და მეორე გოლიც შემთხვევით დამატებით დროში, რა შანსი აქვს ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე ან სერია ა-ში რომ წარმატებას მიაღწიოს? ალბათ არანაირი. ასეთი დონის გუნდში ძალიან მეეჭვება რომ ხვიჩა უფრო მეტად განვითარდეს, ზოგადად ფეხბურთელები რომლებიც მაღალ მიზნებს ისახავენ ასეთ გუნდებს იყენებენ ტრამპლინად გრანდში გადასასვლელად, ხო და თუ მომავალი წელიც ნაპოლიში დარჩა ხვიჩა პროგრესის მაგივრად რეგრესს განიცდის.
მამუკა
14 იანვარი 2024 06:23
2
ხვიჩამ დაიბრუნა სისწრაფე და საპუთარი ძალების რწმენა. ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც კარგად გამოიყურებოდა.
ქ. გ.
14 იანვარი 2024 03:28
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული