ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

TuttoSport: აი, ასე ეცდება დღეს პიოლი კვარაცხელიას განეიტრალებას

AutoSharing Option
იტალიური TuttoSport იმ გეგმაზე წერს, რომელიც "მილანის" მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის ხვიჩა კვარაცხელიას გასანეიტრალებლად აქვს შემუშავებული.

"პიოლი გეგმავს ხვიჩას კვლავ ერთგვარი "გალია" მოუწყოს და მოიმწყვდიოს. კალაბრიას მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ამას მარტო არ აკეთებდა.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღეს ბენასერის როლი. ის დაცვას და შესაბამისად კალაბრიას უნდა დაეხმაროს და ორივემ ერთად შეძლონ კვარაცხელიას განეიტრალება. შესაძლოა, აღნიშნული დავალება "როსონერის" დამრიგებელს ალჟირელის ნაცვლად ამინ ადლისთვის მიეცა, მაგრამ ტემპის თვალსაზრისით ბენასერი უფრო ინტენსიურია, რითიც დავალებას გაიმარტივებს", - წერს
გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "ნაპოლის" დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ