"კვარამ" შხამიანი კომენტარების ავტორებს უპასუხა - ბალისტიკური რაკეტაა და მასზე ყასბები ნადირობენ" - რა ითქვა ნამატჩევს

AutoSharing Option
"ფიორენტინასთან" სტუმრად ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული გოლი გაიტანა და იტალიური მედია აღნიშნავს, რომ მასზე ნადირობდნენ, ფლორენციელთა პირველი გოლი კი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან იქამდე ქართველი დოდომ წააქცია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. გაზეთ ilmattino-ს დღევანდელ ნომერში დაიბეჭდება სტატია სათაურით: "მხოლოდ "კვარას" მაგია საკმარისი არ არის".

"ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ განაცხადა, რომ "კვარას" გოლი ბალისტიკური რაკეტის დარტყმას ჰგავდა. ქართველი მეტოქე გუნდის მეკარე პიეტრო ტერაჩანომ შეაქო: "შესანიშნავი გოლი გაიტანა. ჩემი კომპლიმენტები. უნდა მივულოცო. ასეთი რამ მხოლოდ
ჩემპიონებს შეუძლიათ".

აი, რა ითქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფრანჩესკო კალცონა (ნაპოლის მწვრთნელი): "კვარა" მე არ აღმომიჩენია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, საუკეთესოდ თამაში ყოველთვის არ გამოსდის. საშუალოზე მაღალი დონისაა, პროგრესირება შეუძლია, თითქმის ჩემპიონია. პრეზიდენტის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს მათი საქმეა".

ანტონიო ჯორდანო (კორიერე დელო სპორტის ჟურნალისტი): "მას უფლება აქვს კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვას. სინიორ კვარაცხელია ჩვეულებრივი ფეხბურთელი არაა, არანორმალური ტალანტია. უნდოდა ეჩვენებინა, რომ სხვა შედევრებთან ერთად საჯარიმოდან გატანაც ეხერხება. დიდებული ტექნიკა აქვს და ფეხბურთის მბრძანებელივითაა. გოლის აღნიშვნისას შხამიანი კომენტარების ავტორებს ჟესტით პასუხი გასცა".

პაოლო ესპოზიტო (Areanapoli-ს ჟურნალისტი): "რატომ არასოდეს არ აძლევდნენ ხვიჩას საჯარიმოს შესრულების უფლებას? ასეთი გატანილი გოლი მხოლოდ ზიკოსგან მახსოვს. "ნაპოლის" თავისუფლად შეეძლო მოეგო, მაგრამ ვიქტორ ოსიმენი დიდ ხელფასს იღებს, ფეხებს უფრთხილდება და მხოლოდ პრემიერლიგაში გადასვლაზე ფიქრობს".

დიეგო დე ლუკა (tuttonapoli-ს მიმომხილველი): "ეს ბიჭი ყასბებისგან მუდამ დაზარალებულია, რასაც მსაჯები ყურადღებას არ აქცევენ. დე ლაურენტისმა გუშინ კვარაცხელიაზე თქვა, რომ მარტის შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა და ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს. "კვარამ", როგორც ღირსეულმა ჩემპიონმა დღეს პასუხი გასცა. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ის დიდხანს დარჩება, რამეთუ გუნდს სჭირდება".

alt"რასაც კვარაცხელიას უკეთებენ, სირცხვილია" - იტალიელმა ჟურნალისტმა ქართველზე ისაუბრა

altორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

altხვიჩას დიდოსტატური გოლი - "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუზავდა [VIDEO]

altბრწყინვალედ შეასრულა - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი ჯარიმა "ფიორენტინასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქართული სიბრძნეა "სწავლა სიკვდილამდეო", რატომ გვგონია ქართველებს, რომ ხვიჩა დიდი პროფესიონალია და გაზრდა აღარ უნდა? ხვიჩა კი არა მესი და როლანდო ცდილობენ გაიზარდონ.
ჟორა
19:03 18-05-2024
0
რუსულ ჯარში იყვნენ გუსი, ანუ ახალწვეული, სტარიკი, რომელიც უკანასკნელ წელს მსახურობდა და დენბილი, რომელიც სამსახურის ბოლო თვეებში იყო გადასული. ვერ გავიგე ნაპოლიშიაც ეს სისტემაა შემოღებული? რატომღაც ხვიჩას ჯარიმას იშვიათად არტყმევინებენ და ყველას შეუძლია მას ბურთი წაართვას და თვითონ შეასრულოს ჯარიმა და კუთხური.
ჟორა გაბრიჭიძე
18:59 18-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული