ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

უარი ომის გამო - მექვაბიშვილის არშემდგარი ტრანსფერის დეტალები უკრაინაში

AutoSharing Option
Ua-football.com-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა უკრაინის ჩემპიონატში გადასვლაზე უარი ამ ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო განაცხადა.

პრემიერლიგის ბინადარი "ჩერკასი" თბილისის "დინამოს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 400 000 ევროს სთავაზობდა, მაგრამ ტრანსფერი თავად ახალგაზრდა ნახევარმცველმა დაბლოკა.

მექვაბიშვილი საბოლოოდ რუმინულ "კრაიოვაში" აღმოჩნდა, სადაც უკვე 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.