ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

იტალიაში საბა საზონოვის ერთ-ერთი მწვრთნელი დააპატიმრეს

AutoSharing Option
Football Italia-ს ინფორმაციით, იტალიურმა პოლიციამ "ტორინოს" მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის ასისტენტი მიკელე ორეკიო დააპატიმრა.

საქმე ისაა, რომ ორეკიო "რომას" საწვრთნელი ბაზის, "ტრიგორიას" მახლობლად ხეზე იმალებოდა და ბინოკლით "ჯალოროსის" ვარჯიშს აკვირდებოდა, რის გამოც ის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს.

მისმა ამ თვალთვალმა შედეგი მაინც ვერ მოიტანა. სერია A-ს 26-ე ტურში ტურინელებმა გასვლაზე "რომასთან" 2:3 წააგეს, საბა საზონოვმა კი მე-14 წუთიდან ითამაშა.
ასევე დაგაინტერესებთ