შეხვედრის შემდეგ "პარტენოპეის" მეკარე ალექს მერეტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელი კარის დარაჯის თქმით, "ჯალოროსისთან" მატჩის შემდეგ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და თამაში მოუწონა.
"უამრავი მომენტი გვქონდა. ვფიქრობ, უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. წელს რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარეთ, თუმცა გამარჯვება ვერ შევძელით. ჩემი აზრით, "რომასთან" მატჩიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
როგორი რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტს? დე ლაურენტისი შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი იყო და გვითხრა, რომ თავი ყველაფერს კარგად გავართვით,
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 50 ქულით მერვე ადგილს იკავებს.
ხვიჩას მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" "რომასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]