კვარაცხელიას გარეშე - უსახური "ნაპოლი" "სახლში "ატალანტასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი", რომელსაც ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა აგრესიულად ვერ უტევდნენ, სტუმრებმა კი ორი მომენტი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ სიტუაციის შეცვლა სცადა, მაგრამ კიდევ ერთი გოლი გაუშვა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მარცხი განიცადა.

"ნაპოლი" ჯერჯერობით 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 აპრილს გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 მირანჩუკი (26), 0:2 სკამაკა (45), 0:3 კოპმეინერსი (88)

მკითხველის კომენტარები / 28 /
რა მაგრა შეეტყოთ ერთი ფეხბურთელის(სახელს არ დავასახელებ :) ) არ ყოფნა. ნაღდად არ ველოდი
საბა
30 მარტი 2024 18:51
4
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
30 მარტი 2024 19:48
3
მე პირველ ტაიმს ვუყურე, ჰოდა ხვიჩა კი არა მაგათ მამა ღმერთი ვერ უშველის. ჯობია ახალი კონტრაქტი, ხელფასის მომატება ხვიჩამ დაიკიდოს და უფრო კომფორტულ კლუბში გადავიდეს.
მწარე
30 მარტი 2024 19:20
4
ნეაპოლელებო მადლობა უთხარით ხვიჩას სერია A-დან რომ არ ვარდება წელს თქვენი გუნდი
გოჩა
30 მარტი 2024 21:51
6
ლაურენტესზე ამბობენ, დიდი მაყუთი აქვსო და ამ წუწურაქმა თახსირმა ეს ფული იშოვა თუ იპოვა? თუ სადმე უმუშევარ-გამოგდებული მწვრთნელი იყო, ყველა ნაპოლში მიიყვანა, ისეთი ახალი ფეხბურთელები იყიდა იაფად, მუქთად არავინ წაიყვანდა, მწვრთნელის საქმეში ერევა და გასახდელის გაკონტროლება უნდა, დაუსრულებელ ინტრიგებშია გახლართული და მოთამაშეები ერთმანეთს გადაკიდა, ყველამ ვნახეთ ბარსასთან, პოლიტანო ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტს და ხელით გამოაგდო, ჟურნალისტს კამერა გაუტეხა, კვარას როგორ ექცევა ვხედავთ. მოკლედ, 21 - ე საუკუნის მონათფლობელია რა. ხვიჩას მაგრად გაამწარებენ მაგ გუნდში, არადა ყველა ხედავს, მის გარეშე ამჟავებული მწნილის ფასი აქვს ნაპოლის...
ბესო
30 მარტი 2024 21:22
3
ლაურენტისს ჰგონია იაფად ნაყიდი ფეხბურთელებით მაღალ მიზნებს მიაღწევს,მაგრამ ეს ერთხელ მოხდა შარშან და მორჩა,თან ძირითდად კვარას ხარჯზე.ვერც ერთმა წელს ნაყიდმა ვერ გაამართლა.მწვრთნელზეც დიდი ხელფასის მიცემა არ უნდა და შედეგიც სახეზეა.წელსც კვარას ხრჯზე აღწევს კიდევ რაღაცეებს.
მირო
30 მარტი 2024 20:31
7
აბა სექტანტებო უფრო აქტიურად.რამდენი დარჩით ეს ნაცები
!!
30 მარტი 2024 17:55
24
კანალიზაციის ტრუბაში არიან გაჭედილები თორემ ბევრნი იქნებოდნენ
ნაპოლეონი
30 მარტი 2024 18:58
12
და რა ძაან მკიდია ეხლა ეგ (არადა პირველი შემთხვევაა) კი არ იცის ლაურენტისმა:))
ანესთეზეოლოგი
30 მარტი 2024 19:38
3
შეტყობინება (დეპეშა): იტალია, ნეაპოლი, დ.ლაურენტისს:
"სანამ იაფი ღირს და სრულად არ დასაქმებულა, წაიყვანე გუგეშაშვილი ნაპოლიში, იქნებ "ამოკეროს" მერეტის გაკეთებული "ნახვრეტ-ნახევი"!
ვაჟა მასწავლებელი
30 მარტი 2024 19:12
9
კვარამ ევროპაზე უნდა იფრინოს და ჩემი აზრით ბუნდესლიგაში უნდა გადავიდეს, ბაუერბში თუ არა დორტმუნდში ან ლაიფციგში მაინც
ილო
30 მარტი 2024 19:59
35
ზოგჯერ ქართველებს ზედმეტი თავდაჯერებულობა და ამბიციურობა გვახასიათებს მაგრამ ხანდახან ზოგო ისეთ სასწაულს იტყვის ხოლმე რო რა ვიცი… ლაიპციგი რა ელიფ ელმასი კი არაა! რა უნდა ხვიჩას დონის მოთამაშეს ლაიპციგში? ლაიპციგში არა რენში გადავიდეს ბარემ ან მალოორკაში…..
Zaza
30 მარტი 2024 20:23
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული