ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კვარა" "მონცასა" და ბონდოს წინააღმდეგ - როგორი იქნება "ნაპოლის" შემადგენლობა

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლი", რომელსაც ტრავმის მორჩენის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება, გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება.

ყველა იტალიური გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ძირითად შემადგენლობაში დააყენებს. მხოლოდ Tuttonapoli ვარაუდობს, რომ ხვიჩა შეიძლება სასტარტოში არ იყოს.

Areanapoli: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე (ზილენსკი), ნგონჟი (პოლიტანო), კვარაცხელია, ოსიმენი.

calcionapoli24: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

Tuttonapoli: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, რასპადორი, ოსიმენი.

პირველ
წრეში "ნაპოლი" "მონცასთან" უგოლო ფრეს დასჯერდა. იმ მატჩში ხვიჩას უორენ ბონდო ეუხეშა და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. დიდი ალბათობით ბონდო კვლავ სასტარტოში იქნება.

"მონცა" "ნაპოლის" 3 ქულით ჩამორჩება და კარგად თამაშობს საკუთარ მოედანზე, სადაც ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო - "რომასთან" 1:4.

alt"ბარსელონას" ხვიჩას შეძენა გაუჭირდება, თუმცა ამ გრანდში ტრანსფერი რეალურია - რა ინფორმაცია ვრცელდება ქართველის მომავალ კლუბზე?

alt"ნაპოლის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე იტალიის ნაკრების გარემარბი იქნება

altაურელიო დე ლაურენტისმა "ნაპოლის" ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა

alt[PREVIEW] "ნაპოლის" ევროტურნირებზე გასვლა უჭირს, ხვიჩას" კი "ბარსას" სერიოზულად უკავშირებენ - კაკაბაძის სუპერგოლით დავიწყეთ...

ასევე დაგაინტერესებთ