ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ნაპოლის" შანსი - იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი გადის და შეიძლება ექვსიც

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ნახევარფინალში "რომასა" და "ატალანტას", კონფერენს ლიგის ნახევარფინალში კი "ფიორენტინას" გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ იტალია მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდით იქნება წარმოდგენელი და შესაძლებელია ექვსითაც.

ამისთვის ევროპა ლიგა ერთ-ერთმა იტალიურმა გუნდმა უნდა მოიგოს, ოღონდ სერია A-ში ოთხეულს მიღმა უნდა დარჩეს.

ამჟამად "რომა" ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზეა, ხოლო "ატალანტა" - მეექვსეზე. 49 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ბერგამოულ გუნდს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "რომასა" და "ატალანტას" 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, თუმცა ტურნირის
დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ